საქართველოს ტურისტულმა ფირმებმა შესაძლოა „ოსკარი“ მიიღონ

გამოწერა
საქართველოს საუკეთესო ტურისტულ სააგენტოებს ეროვნულ ჯილდოს Welcome to Georgia-ს გადასცემენ.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს 14-დან 20 სექტემბრის ჩათვლით ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ და ამით ტურიზმის სფეროში ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia-ს ცერემონიაში მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

Welcome to Georgia — ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ყოველწლიური ეროვნული ჯილდოა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და ქვეყნის საუკეთესო ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა.

„ეს არის „ოსკარი“ ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში, რათა წარმოჩინდეს ქართული მემკვიდრეობა, ისტორია, კულტურა, ტრადიციები და თანამედროვე მიღწევები“, — ნათქვამია ღონისძიების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ნაბადი და ფაფახი ანანურის ციხესიმაგრის კედელზე - Sputnik საქართველო
რა მოსწონთ უცხოელებს ყველაზე მეტად საქართველოში — ტოპ–ათეული

ღონისძიება 2017 წლის დეკემბერში გაიმართება. მისი მთავარი მიზანია საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის ამაღლება.

ორგანიზატორები დარწმუნებული არიან, რომ აღნიშნული ღონისძიება საუკეთესო შესაძლებლობაა ერთად შეკრიბოს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები.

Welcome to Georgia-ს ჯილდოებს 19 ნომინაციაში გადასცემენ. მათ შორის: „მცირე და საშუალო სეგმენტში წლის საუკეთესო მზარდი კომპანია“, „სტანდარტული ტიპის საუკეთესო სასტუმრო“, „საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო“, „საუკეთესო მოგზაური-ფოტოგრაფი“ და ა.შ.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. Welcome to Georgia-ს დამფუძნებელია მარინა ჩაიკა.

ყველა ახალი ამბავი
0