ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება

© photo: Sputnik / Екатерина Чесноковаბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნაზე სტუმრებს ელოდება მუსიკალური შოუ, საბავშვო პროგრამა და წყლის ატრაქციონები.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. „ზაფხული იწყება აქ" — ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს ბათუმში გაიხსნება, ნათქვამია ბათუმის ბულვარის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

16:00 საათიდან ალი და ნინოს ქანდაკებასთან სტუმრებს გასართობი მუსიკალური შოუ ელოდებათ. პლაჟი საზაფხულო დეკორაციებით იქნება მორთული.

მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ დიჯეები friendly Mosquito, Autumn tree, Gabunia, Mzhavia და ლაშა გურული, რომლებიც ელექტრონულ მუსიკას დაუკრავენ.

პლაჟზევე იმუშავებს ღია ბარები და კაფეები, სადაც სასმელებისა და კერძების შეკვეთა შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი.

ვარდები - Sputnik საქართველო
ბათუმის ბოტანიკური ბაღი „ვარდების გამოფენაზე" გეპატიჟებათ

ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დღის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის: ველომარათონი, ქუჩის რაგბი, ფრანების შოუ, დღის ფოიერვერკი. ბავშვებისთვის კი მომზადებულია ცალკე პროგრამა. პატარა სტუმრებს ელის ისეთი გასართობები, როგორიცაა სახის მოხატვა, ქვებზე ხატვა, ჰელიუმისა და საპნის ბუშტების შოუ.

ამავე დღეს კლუბ „მანდარინის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეზლონგები და ქოლგები უფასო იქნება.

18:00 საათიდან 19:00 საათამდე კი წყლის გასართობი საშუალებები — სკუტერი, პარაშუტი და იახტები იქნება უფასო. საღამოს პლაჟზე დაინთება უზარმაზარი კოცონი, რომელთან მისასვლელი გზაც ჩირაღდნებით განათდება.

სეზონის გახსნის ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ბათუმში სტუმრებს სეზონის გახსნაზე უკვე ეპატიჟებიან. ადგილობრივი მუსიკოსები საბაგიროსთან, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწოფო უნივერსიტეტთან და ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან უკრავენ და სტუმრებს ღონისძიებაზე ეპატიჟებიან.

მიმდინარე წელს ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0