Comedy Woman თბილისში: ეპრიკიანი და ვარნავა საქართველოში ისვენებენ

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიეკატერინა ვარნავა
ეკატერინა ვარნავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო რუს ტურისტებს, მათ შორის, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. რუსული ტელეკომპანია ТНТ-ს იუმორისტული შოუს მონაწილეები ნატალია ეპრიკიანი და ეკატერინა ვარნავა საქართველოში სტუმრად იმყოფებიან.

შოუს მსახიობები Instagram-ზე აქტიურად აქვეყნებენ დასვენების ამსახველ ფოტოებს.

Публикация от Наталья Еприкян (@eprikol) Июн 5 2017 в 1:33 PDT

 

ეპრიკიანმა და ვარნავამ უკვე დაათვალიერეს თბილისის ანძა, ძველი თბილისის უბნები და დააგემოვნეს ქართული სამზარეულო. გარდა ამისა, ვარნავამ სოციალურ ქსელში ქართველ მომღერალთან კახაბერთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა.

გოგონებთან ერთად საქართველოში ასევე იმყოფება პროფესიონალი ქორეოგრაფი და შემსრულებელი კონსტანტინ მიაკინკოვი.

 

შეგახსენებთ, რომ Comedy Woman-ის ავტორი ნატალია ეპრიკიანი წარმოშობით თბილისიდანაა. აქ ეპრიკიანმა ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზია დაამთავრა, 14 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა, ვიდრე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში არ გადავიდა.

თბილისში Comedy Woman-მა პირველი სოლო-კონცერტი 2016 წლის 19 ნოემბერს გამართა.

ყველა ახალი ამბავი
0