ფესტივალი Art-Geni ივლისში გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander ImedashviliArt Gene 2016
Art Gene 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik-საქართველო" ხალხური შემოქმედების ფესტივალ Art-Geni-ის ფარგლებში ღონისძიებების სრულ პროგრამას გთავაზობთ.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. პოპულარული ხალხური შემოქმედების ქართული ფესტივალ „არტ-გენის" (Art-Geni) მონაწილეები იქნებიან საქართველოს ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები", ნინო ქათამაძე, ნიაზ დიასამიძე და 33ა და მრავალი სხვა. ფესტივალი საქართველოში 2017 წლის 10-23 ივლისს გაიმართება.

„არტ-გენი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალია. მას ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი ესწრება. ღონისძიების მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზება.

ფესტივალის პირველი ნაწილი, ტრადიციისამებრ, ქვეყნის რეგიონებში ჩატარდება. წელს ეს რეგიონები იქნება სურამი და მცხეთა. ფესტივალის დასკვნითი ნაწილი კი თბილისში, ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

Art-Geni 2017-ის პროგრამაში დაგეგმილია ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ხალხური სიმღერის, საკრავიერი მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერების ოსტატების გამოსვლა, ასევე თანამედროვე ქართული ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტები.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ანსამბლები, როგორიცაა Asea Sool, რობი კუხიანიძე და Outsider, ჯგუფი Reggaeon და „ფრანი".

ფესტივალზე გაიხსნება კულინარიული, ღვინისა და ლუდის კუთხეები, ასევე ჰამაკის ზონები. ბილეთების შეძენა კონცერტებზე შესაძლებელია ამ ვებ-გვერდზე.

Art-Geni 2017-ის პროგრამა

რეგიონები:

10 ივლისი

სურამი

ბაიანთხევის ტყე

12 ივლისი

მცხეთა

ავტოსადგომი სვეტიცხოველთან, მტკვრის სანაპიროზე

რეგიონებში ფესტივალის ღონისძიებებზე დასწრება უფასოა.

თბილისი

ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა: 13:00 – 22:00

ჰამაკების ზონა: 13:00 – 00:00

კვების ობიექტები: 15:00 – 00:00

ღვინო: 18:00 – 00:00

ლუდი: 17:00 – 00:00

თავისუფალი მიკროფონი — 20:00 საათამდე

17 ივლისი

12:00 – 19:00 — ხალხური რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა

20:00 — ფოლკლორი: კახეთი

22:00 დასკვნითი კონცერტი — „სუხიშვილები"

18 ივლისი

12:00 – 19:00 — ხალხური რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა

20:00 — ფოლკლორი: შიდა ქართლი, ფოთი, ლეჩხუმი

22:00 დასკვნითი კონცერტი: Asea Sool

19 ივლისი

12:00 – 19:00 — ხალხური რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა

20:00 — ფოლკლორი: იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი

22:00 დასკვნითი კონცერტი: რობი კუხიანიძე და ჯგუფი Outsider

20 ივლისი

12:00 – 19:00 — ხალხური რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა

20:00 — ფოლკლორი: ქვემო ქართლი, სვანეთი

22:00 დასკვნითი კონცერტი: ჯგუფი Reggaeon

21 ივლისი

12:00 – 19:00 — ხალხური რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა

20:00 — ფოლკლორი: სამეგრელო, თუშეთი, პანკისი, აფხაზეთი

22:00 დასკვნითი კონცერტი: ჯგუფი „ფრანი"

22 ივლისი

12:00 – 19:00 — ხალხური რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა

20:00 — ფოლკლორი: გურია, აჭარა

22:00 დასკვნითი კონცერტი: ნინო ქათამაძე & Insight

23 ივლისი

12:00 – 19:00 — ხალხური რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა

20:00 — ფოლკლორი: რაჭა, სამცხე-ჯავახეთი

22:00 დასკვნითი კონცერტი: ნიაზ დიასამიძე და 33ა.

ყველა ახალი ამბავი
0