როგორ ვიმოგზაუროთ იაფად – ლარნაკა

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Sergey Galyonkin / Larnakaქალაქი ლარნაკა, კვიპროსი
ქალაქი ლარნაკა, კვიპროსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარი პრობლემა, რომელსაც მოგზაურობის მოყვარულები აწყდებიან, დროის ან ფულადი სახსრების ნაკლებობაა. ჩვენ შევეცდებით დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპი, რომ მოგზაურობა მხოლოდ მდიდრების ხვედრია, დავგეგმავთ, როგორ ვიმოგზაუროთ იაფად ევროპის სხვადასხვა, ულამაზეს ქალაქებში, დავზოგავთ თქვენს დროსა და ფინანსებს.

ჩვენი რუბრიკის მეშვეობით თქვენ მიიღებთ უამრავ საინტერესო რჩევას, როგორ იმოგზაუროთ მაქსიმალურად მცირე დანახარჯებით.

დღევანდელ რუბრიკაში წარმოგიდგენთ კვიპროსის უმშვენიერეს ქალაქს — ლარნაკას. ლარნაკა კვიპროსის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს, ძირითადად ბერძულ სექტორში, დაახლოებით 85 000 მცხოვრებლით და 4-ათასწლიანი ისტორიით. ლარნაკა მდიდარია უძველესი კულტურით და, ამასთანავე,  ერთ-ერთი თანამედროვე ევროპული ქალაქია — განსაცვიფრებლად ლამაზი ბუნებით, საოცრად ლურჯი ზღვით, სანაპირო ზოლში განთავსებული საუკეთესო პლაჟებით, პალმების ხეივნით, ბულვარით, მხიარული ტავერნებით, კოქტეილებითა და პლაჟიდან წამოსული მელოდიებით გაჟღენთილი ღამეებით.

რა არ უნდა გამოგრჩეთ ლარნაკაში მოგზაურობისას:

წმინდა ლაზარეს ეკლესია

ეკლესია იმ ადგილზეა აშენებული, სადაც წმინდა ლაზარეს საფლავია განთავსებული. აშენებულია IX საუკუნის ბოლოს. ამბობენ, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელს იცოცხლა. მეორედ გარდაცვალების შემდეგ კი უკვე მეორედ და უკანასკნელად დაკრძალეს ლარნაკაში.

© Flickr / Amanda Slaterწმინდა ლაზარეს ეკლესია ქალაქ ლარნაკაში
წმინდა ლაზარეს ეკლესია ქალაქ ლარნაკაში - Sputnik საქართველო
წმინდა ლაზარეს ეკლესია ქალაქ ლარნაკაში

მდებარეობა: ლარნაკას მთავარი მოედანი

ხალა სულთან ტეკეს მეჩეთი

© Flickr / Amanda Slaterხალა სულთან ტეკეს მეჩეთი
ხალა სულთან ტეკეს მეჩეთი - Sputnik საქართველო
ხალა სულთან ტეკეს მეჩეთი

მდებარეობა: ქალაქიდან დასავლეთით 3 კმ მანძილზე

მლაშე ტბები

© Flickr / Amanda Slaterმლაშე ტბა ქალაქ ლარნაკაში
მლაშე ტბა ქალაქ ლარნაკაში - Sputnik საქართველო
მლაშე ტბა ქალაქ ლარნაკაში

ლარნაკას ყველაზე პოპულარული სანახაობა. წელიწადის ყველა დროს ულამაზესია, მაგრამ მის სანახავად საუკეთესო დრო ზამთრია (ნოემბრიდან მარტამდე შუალედში), როცა მას ვარდისფერი ფლამინგოები სტუმრობენ. მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს ათიათასობით ფერადი ფრინველი სარიტუალო ცეკვის შესრულებისას.

ზაფხულში წყალი ორთქლდება და რჩება მარილის უზარმაზარი მასა, რომელიც მზეზე საოცრად ბრწყინავს.

მდებარეობა: ხალა სულთან ტეკეს მეჩეთთან ახლოს

ლარნაკას ციხე-სიმაგრე

© Flickr / Amanda Slaterლარნაკას ციხე-სიმაგრე
ლარნაკას ციხე-სიმაგრე - Sputnik საქართველო
ლარნაკას ციხე-სიმაგრე

სანაპიროები

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Amanda Slater / Larnacaლარნაკას სანაპირო
ლარნაკას სანაპირო - Sputnik საქართველო
ლარნაკას სანაპირო

სტრავროვანის მონასტერი

© Flickr / Rüdiger Stehnსტრავროვანის მონასტერი
სტრავროვანის მონასტერი - Sputnik საქართველო
სტრავროვანის მონასტერი

მდებარეობა: ლარნაკადან 40 კმ დასავლეთით

სოფელი ლეფრაკა

© Flickr / Amanda Slaterსოფელი ლეფკარა კვიპროსზე
სოფელი ლეფკარა კვიპროსზე - Sputnik საქართველო
სოფელი ლეფკარა კვიპროსზე

ცნობილია საუცხოო არქიტექტურით და მაქმანის წარმოებით.

მდებარეობა: ქალაქიდან 38 კმ სამხრეთ-დასავლეთით

აია—ნაპას მონასტერი

© Flickr / George M. Groutasაია-ნაპას მონასტერი
აია-ნაპას მონასტერი - Sputnik საქართველო
აია-ნაპას მონასტერი

ცნობილი ბიზანტიურ—ვენეციური მონასტერი

მდებარეობა: აია-ნაპას მთავარი მოედანი

თურქული უბანი თურქული სოფლის განსაკუთრებული ატმოსფეროთი

© Flickr / Brian Harrington Spierთურქული უბანი კვიპროსზე
თურქული უბანი კვიპროსზე - Sputnik საქართველო
თურქული უბანი კვიპროსზე

როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა ლარნაკაში

დაჯავშნეთ ბილეთები: ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა ლარნაკას მიმართულებით საშუალოდ 50-დან 400 ლარის ფარგლებში დაგიჯდებათ, ხოლო თუ „ვიზეარის“ ფასდაკლების კლუბის წევრი ხართ, ‎შეღავათებითაც ისარგებლებთ. ფასდაკლების კლუბში გაწევრიანება ერთი წლით 30 ევრო ღირს, ეს დამატებითი ხარჯი გამართლებულია, თუ ხშირად მოგზაურობთ. მაგალითად, თუ ბილეთი 40 ევრო ღირს, ფასდაკლებით მას 30 ევროდ შეიძენთ.

© REUTERS / YIANNIS KOURTOGLOUლარნაკას აეროპორტი
ლარნაკას აეროპორტი - Sputnik საქართველო
ლარნაკას აეროპორტი

გაითვალისწინეთ: ხშირად შეამოწმეთ „ვიზეარის“ ვებსაიტი და ეძებეთ ყველაზე დაბალფასიანი ბილეთები. მაგალითად, ივნისში ან ოქტობერში ლარნაკას მიმართულებით სულ რაღაც 42 ლარად იფრენთ. დაბალბიუჯეტიანი ფრენები უფრო ხელსაყრელია მათთვის, ვინც მკაცრად განსაზღვრული თარიღებით არ არის შეზღუდული და შეუძლია მოგზაურობა იმ დღეებში დაგეგმოს, როცა დაბალფასიანი ბილეთები იყიდება.

ბილეთის შეძენისას არ დაამატოთ არც ერთი ფასიანი სერვისი, თუ არ გჭირდებათ. საბაზისო ბილეთში შედის ე.წ. ონლაინ-ჩექინი და ერთი უფასო ზურგჩანთა.

არ დაგავიწყდეთ ონლაინ-ჩექინი. ბილეთის დაჯავშნისას გაიარეთ ეს პროცედურა, ვებ-ჩექინისას მიიღებთ ბარათს, ამობეჭდეთ და წარადგინეთ აეროპორტში რეგისტრაციის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში აეროპორტში ამ მომსახურებისთვის დამატებით თანხას გადაგახდევინებენ.

საბაზისო ბილეთის შეძენის შემთხვევაში სისტემა თავად ირჩევს თქვენი ლოკაციის ადგილს და სავარძელი შეიძლება შეგხვდეთ როგორც თვითმფრინავის წინა, ასევე უკანა ნაწილში. თუმცა, რამდენიმე ევროს დამატების შემთხვევაში, სასურველი ადგილის შერჩევაც შეგიძლიათ.

© Flickr / Francesco Gasparettiსასტუმრო ლარნაკაში
სასტუმრო ლარნაკაში - Sputnik საქართველო
სასტუმრო ლარნაკაში

დაჯავშნეთ სასტუმრო/ჰოსტელი/ბინა: მცირებიუჯეტიანი მოგზაურობისას შედარებით იაფფასიანი სასტუმროს შერჩევაც დაგჭირდებათ. სასტუმროების მოძებნაში დაგეხმარებათ საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი საიტები hotelscombined.com ან booking.com, სადაც დაახლოებით 100 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ ორ ადამიანზე დაიქირაოთ ნომერი აბაზანით, კონდიციონერით და უფასო wi-fi-ით.

თუ ლარნაკაში დაბინავების კიდევ უფრო იაფი ვარიანტი გინდათ, მაშინ აპარტამენტები გადაათვალიერეთ. ესაა ჩვეულებრივი ბინა, ან ოთახი ბინაში, სასტუმროს მსგავსი მომსახურებით. ასეთი ადგილი შეგიძლიათ airbnb.com-ზე მოძებნოთ, სადაც ორადგილიანი საძინებლის იზოლირებული აბაზანით დაქირავებას ერთ ღამეში $25-ის ფარგლებში შეძლებთ.

გაითვალისწინეთ: ბინის შერჩევისას დააკვირდით ვარსკვლავების რაოდენობას. ისინი ასახავენ ბინის პირობებს, მის სისუფთავეს, მფლობელის კომუნიკაბელობას, მის სანდოობას.

აიღეთ სამოგზაურო დაზღვევა: ერთჯერადი, სტანდარტული სამოგზაურო დაზღვევა დღეში 1 ლარიდან დაგიჯდებათ. სამოგზაურო დაზღვევის შეძენა სადაზღვევო კომპანიების სერვის–ცენტრებში შეგიძლიათ, აგრეთვე ინტერნეტითაც, სახლიდან გაუსვლელად.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Sergey Galyonkin / Sea in Larnaca in Januaryლარნაკას სანაპირო, კვიპროსი
ლარნაკას სანაპირო, კვიპროსი - Sputnik საქართველო
ლარნაკას სანაპირო, კვიპროსი

ფასები ლარნაკაში:

ტრანსპორტირება — ძირითად შემთხვევაში, ყველაზე იაფი გადაადგილება ავტობუსითაა შესაძლებელი.

ლარნაკა–ნიქოზია — 4€

ლარნაკა–აია-ნაპა — 4 €

ლარნაკა–ლიმასოლი — 4 €

ლარნაკაში შიდა მგზავრობა:

› ერთჯერადი გადაადილება ავტობუსით — 1,5 €

› ღამე 21:00-დან 4:00 სთ-მდე — 2.50 €

› ერთდღიანი მრავალჯერადი ბილეთი — 5 €

› ტაქსი 1 კმ — 0.73 €, 1 სთ – 14.33 €

გაითვალისწინეთ: თუ რამდენიმე ქალაქის მონახულება გადაწყვიტეთ, იმგზავრეთ ღამით, გამოიძინეთ ავტობუსში, ამით სასტუმროს ფულსაც დაზოგავთ, მგზავრობაც შედარებით იაფი დაჯდება და დროსაც მოიგებთ.

თუ დიდ ქალაქში ჩადიხართ, იყიდეთ მთელი დღის ბილეთი – ეს ბევრად იაფი დაგიჯდებათ და მერე, თუ გინდათ, მთელი დღე არ ჩამოხვიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან.

კვება – ფასები 2017 წლის აპრილის მონაცემებით: ახალი თეთრი პური (0.5 კგ) — 1.32€, ადგილობრივი ყველი (1კგ) – 5.47€, ქათმის ფილე (1კგ) – 5.47€, ძროხის ხორცი (1 კგ) – 8.16€, ვაშლი (1კგ) – 1.86€, ბანანი (1კგ) – 1.08€, პომიდორი (1კგ) – 1.2€, კარტოფილი (1კგ) — 0.75€, რძე (1ლ) – 1.4€, კვერცხი (12ცალი) – 2.37€, ბრინჯი (1კგ) – 1.67€, კომბოსტო (1 თავი) — 0.31€, წყალი (1.5ლ) – 0.68€, კაპუჩინო — 3.16€.

იაფფასიან რესტორანში სადილობა დაახლოებით 10 ევრო დაგიჯდებათ.

ლარნაკაში უამრავ საჩუქრის მაღაზიასაც გადააწყდებით, სადაც 5€-დან შეიძენთ ლამაზ სუვენირებს.

იმოგზაურეთ, მიიღეთ ახალი გამოცდილებები. ახალი გამოცდილება კი ყველაზე შეუფასებელი რამაა, რასაც მოგზაურობისგან უფასოდ იღებთ.

და ბოლო რჩევა ალბერ კამიუსგან: ქალაქის გასაცნობად საჭიროა სცადო, გაიგო, თუ როგორ შრომობენ აქ, როგორ უყვართ და როგორ კვდებიან.

 

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0