21:51 18 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8700
  • 100 RUB3.9137
  • USD2.4488
International Mediterranean Tourism Market

თელ-ავივში საქართველოს ტურისტული პოტენციალი წარადგინეს

© FB / Национальная администрация туризма Грузии
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
1702

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო გამოფენაში, რომელზეც წარმოდგენილი იყო ათასზე მეტი ტურისტული კომპანია მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტურისტული მიმართულებები იყო წარმოდგენილი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე International Mediterranean Tourism Market (IMTM 2017) თელ-ავივში. 

გამოფენა IMTM 2017 ყველაზე მსხვილი ტურისტული ბაზარია ხმელთაშუაზღვისპირეთში. 

გამოფენის სტუმრებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპეციალური პრეზენტაცია გამართა და საქართველოზე საიმიჯო რგოლი აჩვენა. გარდა ამისა, ღონისძიების სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. 

გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ისრაელის წამყვან ტურისტულ კომპანიებთან. 

ღონისძიებაზე 1000-ზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი მსოფლიოს 60 ქვეყნიდან.

ღონისძიებას, 20 ათასზე მეტი მნახველი დაესწრო. 

ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის იანვარში საქართველოს 1,7 ათასი სტუმარი ეწვია ისრაელიდან. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 83,3% შეადგინა. 

მთავარი თემები