06:16 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
კურორტი გოდერძი

მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა

© FB / Годердзи
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
25 0 0

მაღალმთიან აჭარაში საოჯახო ტიპის სასტუმროების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. 2016 წელს მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 107%-ით გაიზარდა.

გასულ წელს მაღალმთიანი აჭარის კურორტებს 5 513 ვიზიტორი სტუმრობდა. ტურისტებსა და ვიზიტორებს შორის წლის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ტურისტული მარშრუტები: მაჭახელა (+244%), ხიხანი (+113%) და ქედა (+99%), რაც საოჯახო ტიპის სასტუმროებში ვიზიტორების რაოდენობაზე აისახა, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მითითებულ მარშრუტებზე გაიზარდა საოჯახო ტიპის სასტუმროების რიცხვი. 2016 წელს ტურისტებსა და ვიზიტორებს 250 ობიექტი ემსახურებოდა, რაც 33%-ით მეტია 2015 წლის მონაცემთან შედარებით.

გარდა ამისა, 52%-ით გაიზარდა მაღალმთიან აჭარაში არსებულ მუზეუმებში ვიზიტორების რაოდენობა, რამაც წლის განმავლობაში 13 628 ადამიანი შეადგინა.

აჭარაში 9 ტურისტული საინფორმაციო ცენტრია გახსნილი, სადაც ტურისტებსა და ვიზიტორებს შეუძლიათ არსებულ ტურისტული სერვისების, ადგილებისა და პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ. გარდა ამისა, იქვე შესაძლებელია ადგილობრივი პროდუქციისა და სუვენირების შეძენა.

საინფორმაციო ცენტრები მდებარეობს როგორც ბათუმში, ისე აჭარის ყველა რაიონში. 2017 წელს დაგეგმილია ცენტრების მომსახურების განვითარება და მოდერნიზაცია.

მთავარი თემები