წმინდა ვალენტინის დღეს რუსეთის მოქალაქეები თბილისში მოგზაურობას ირჩევენ

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისიყვარულის დღე
სიყვარულის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიყვარულის დღის აღსანიშნავად რუსეთის მოქალაქეები პარიზში, რომში, მინსკსა და თბილისში მოგზაურობას გეგმავენ.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. თბილისი იმ ფავორიტი ქალაქების ტოპ-ხუთეულში შევიდა, სადაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ვალენტინობის დღეს მოგზაურობა აქტუალურია. სიყვარულის დღეს მსოფლიოში ყოველწლიურად 14 თებერვალს ზეიმობენ.

რუსი ტურისტებისთვის სიყვარულის დღეს რომანტიკული მოგზაურობის კუთხით პოპულარული ქალაქების ჩამონათვალი სასტუმროების ქსელმა RoomGuru.ru-მ შეადგინა. 

საახალწლო ნაძვის ხე თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
თბილისი საახალწლო დღესასწაულებზე რუსეთის მოქალაქეების ფავორიტი ქალაქი გახდა

რეიტინგი 13-დან 15 თებერვლის პერიოდში წყვილების მიერ სასტუმროებში დაჯავშნული ადგილების რაოდენობით განისაზღვრა. ამ სიაში თბილისი მეოთხე საპატიო ადგილზეა.

რუსი ტურისტებისთვის ამ დღეს ყველაზე რომანტიული პარიზში მოგზაურობაა. რეიტინგში მეორე ადგილზეა რომი, მესამეზე — მინსკი, ტოპ-ხუთეულის ბოლო ადგილზე კი აზერბაიჯანია. 

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით პოპულარული და აქტუალური ქალაქების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ტალინი, ბუდაპეშტი, ბარსელონა, ვენა და ერევანი.

RoomGuru.ru-ს მონაცემებით, ტურისტები ყველაზე იაფად დასვენებას მინსკში შეძლებენ (საშუალოდ, 50 აშშ დოლარი დღე-ღამეში), ყველაზე ძვირადღირებული კი ამ მხრივ პარიზია (110 აშშ დოლარზე მეტი). ერევანში დასვენება დღე-ღამეში საშუალოდ 52 აშშ დოლარი ეღირება. 

ამ დღეს სამოგზაუროდ რუსეთის ქალაქების ტოპ-სამეულში შედიან სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი და ყაზანი.

2016 წელს საქართველოს რუსეთიდან 1 037 564 ვიზიტორი ეწვია, რაც 12%-ით მეტია 2015 წლის მონაცემებთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0