თბილისი საახალწლო დღესასწაულებზე რუსეთის მოქალაქეების ფავორიტი ქალაქი გახდა

© photo: Sputnikსაახალწლო ნაძვის ხე თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში
საახალწლო ნაძვის ხე თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო დღესასწაულებზე რუსი ტურისტები თბილისის სასტუმროებში საშუალოდ ოთხი დღით ჩერდებოდნენ და 24 საათში 68$-ს იხდიდნენ.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თბილისი რუსი ტურისტებისთვის დსთ-ისა და საქართველოს ქალაქებს შორის პოპულარული ქალაქების ტოპ-სამეულში შევიდა.

რუსეთის მოქალაქეებს შორის 2017 წლის საახალწლო სეზონზე ყველაზე პოპულარული მიმართულებების რეიტინგი შეადგინა სასტუმროების საძიებო სერვისმა RoomGuru.ru. ტოპ-ლისტი შედგენილია 2017 წლის 1-8 იანვრის პერიოდში სასტუმროების დაჯავშნის მონაცემებით.

თბილისი სიაში მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზეა მინსკი, მესამეზე — ბაქო. რუსი ტურისტებისთვის შემდეგი ფავორიტი ქალაქებია ერევანი და ალმათი.

ტურისტები - Sputnik საქართველო
2016 წელს საქართველოს რუსეთის მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა ეწვია

სააგენტო „ტურსტატის“ პროგნოზით, რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობა დსთ-ის ქვეყნებში 2017 წელს 10%-ით გაიზრდება.

დსთ-ის გარდა საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებს შორის რუსეთის მოქალაქეები უპირატესობას ანიჭებენ პრაღას, ტალინსა და რიგას. ყველაზე იაფი სასტუმროში ცხოვრება დაჯდა პოლონეთის კრაკოვში (40$), ხოლო ყველაზე ძვირი — დუბაიში (200$). პლაჟზე დასვენების ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდა ტაილანდი.

რუსეთის ქალაქებს შორის საახალწლო არდადეგებზე ტურიზმის კუთხით ლიდერობენ მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, სოჭი, ყაზანი და კალინინგრადი.

World Travel Awards-ის პრემიის მონაცემებით, ბოლო სამ წელიწადში RoomGuru.ru მსოფლიოში სასტუმროების საუკეთესო საძიებო ვებ-გვერდად არის აღიარებული.

საქართველოს 2016 წელს 1 037 564 რუსი ვიზიტორი ეწვია, რაც 2015 წლის მონაცემებზე 12%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0