ბაკურიანში ყინულის სასახლეს ააშენებენ

© photo: Sputnik / Egor Eremov / გადასვლა მედიაბანკშიყინულის მოედანი
ყინულის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შენობაში მოეწყობა ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის მოედნები.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, რომელიც ზამთრის სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ყინულის სასახლეს ააშენებენ.

კურორტი ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გუდაური და ბაკურიანი ყველაზე მეტად იზიდავს მოთხილამურე ტურისტებს

კომპლექსის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება. ის 1000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სასახლეში მოაწყობენ ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის მოედნებს. გარდა ამისა, შენობაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის — კონცერტები, აღნიშნულია მთის კურორტების განვითარების კომპანიის „ფეისბუქის“ გვერდზე.

პროექტის ღირებულება, რომლის მშენებლობა წელიწადნახევარს გაგრძელდება, შვიდი მილიონი ევროა.

ბაკურიანი კავკასიაში უძველესი სამთო-სათხილამურო კურორტია.

ბაკურიანი — კავკასიის უძველესი სამთო–სათხილამურო კურორტია, რომელიც თბილისიდან 180 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ თოვლის საშუალო საფარი 64 სანტიმეტრია. კურორტი მზიანი ამინდების სიუხვით გამოირჩევა. გარდა ამისა, ბაკურიანი მინერალური წყლებითა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ბაღითაა ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0