13:53 18 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8521
  • 100 RUB3.9193
  • USD2.4602
გუდაური

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 10 დეკემბრიდან გაიხსნება

© photo: Sputnik /
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
25220

საქართველო წელს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს ხუთ სამთო კურორტზე ელოდება.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი ოფიციალურად 10 დეკემბერს გაიხსნება, ბაკურიანსა და გუდაურში კი, სავარაუდოდ, 17 დეკემბერს, იუწყება საქართველოს სამთო კურორტების განვითარების კომპანიის პრეს-სამსახური. 

წელს, საქართველოში სამთო კურორტებს ორი ახალი ადგილი — თეთნულდი და მიტარბი დაემატება. თეთნულდზე სათხილამურო სეზონის გახსნა 24 დეკემბერსაა დაგეგმილი, მიტარბზეკი 25 დეკემბერს. 

კურორტ მიტარბიზე 3 საბაგიროს მშენებლობა უკვე დასრულდა.  აღნიშნული კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48 მლნ ლარი გამოიყო, ხოლო კერძო სექტორმა კი 70 მლნ ლარი ჩადო.  ახალი სათხილამურო ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე 2000 ადგილზე გათვლილი სასტუმროების, კვების ობიექტებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა იგეგმება. 

საქართველოს ზამთრის კურორტები
სტანისლავ კოზლიაკოვსკი, Sputnik-georgia
საქართველოს ზამთრის კურორტები


მთავარი თემები