საქართველომ ტურისტულ პორტალ Tripadvisor–თან თანამშრომლობა დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმეიდანი
მეიდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმსხვილეს ტურისტულ პორტალ Tripadvisor–ზე ჩვენი ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაცია დაიდება. პორტალს ყოველთვიურად 340 მლნ მომხმარებელი ჰყავს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ პორტალ Tripadvisor–თან ხელშეკრულება გააფორმა, რომელზეც ექვსი თვის განმავლობაში გამოქვეყნდება ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ, იუწყება Sputnik–ის კორესპონდენტი პრესკონფერენციიდან. 

პირველ ეტაპზე სარეკლამო კამპანია პორტალზე ათ ქვეყანას მოიცავს. ესენია: აზერბაიჯანი, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი და რუსეთი. კამპანიისთვის 200 ათასი ლარია გამოყოფილი.  

გერგეთი - Sputnik საქართველო
The Telegraph–მა საქართველო განვითარებადი ტურიზმის ქვეყნების ტოპ–ათეულში შეიყვანა

„მსოფლიოს ტურისტული საზოგადოების წინაშე საქართველოს ამ ფორმით წარდგენა და მისი რეკლამირება ტურისტების დამატებითი რაოდენობის მოზიდვაში დაგვეხმარება და ქვეყნის ცნობადობასაც გაზრდის“, — განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე. 

Tripadvisor–ის მარკეტინგის მენეჯერი ჩედშაივერი საქართველოში ქართულ მხარესთან ხელშეკრულების გასაფორმებლად და შემდგომი თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ჩამოვიდა.  

კაცხის სვეტი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ეხმარება

მხარეები შეთანხმდნენ, რომ პორტალზე საქართველოს შესახებ დეტალური ინფორმაცია, ფოტო და ვიდეომასალა, ბანერები განთავსდება, რომლებსაც თან ეხლება ტექსტობრივი მასალა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ეწვიოს ტურისტი ჩვენს ქვეყანას.  

სარეკლამო კამპანია უახლოეს დღეებში დაიწყება და ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს. ამ ვადის შემდეგ ტურიზმის ადმინისტრაცია კვლავაც აპირებს პორტალთან თანამშრომლობას, რათა ფართომასშტაბიან კამპანიაში სხვა ქვეყნებიც ჩართოს. 

Tripadvisor — მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული საიტი, რომელიც მოგზაურებს დასვენების დაგეგმვაში ეხმარება. პორტალზე ასევე განთავსებულია მილიონობით მოგზაურის რჩევები. 

Tripadvisor–ს ყოველთვიურად 340 მლნ ვიზიტორი ჰყავს. პორტალი მსოფლიოს 45 ქვეყანაში მუშაობს. 


ყველა ახალი ამბავი
0