ვის ეკრძალება „პარაცეტამოლის“ მიღება: ექიმის განმარტება

© Sputnik / Vladimir Umikashviliმედიკამენტები აფთიაქში
მედიკამენტები აფთიაქში - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
მანამდე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ „პარაცეტამოლის“ დოზის დიდ გადაჭარბებას იშვიათ შემთხვევებში შეიძლება კომა და მძიმე მეტაბოლური აციდოზი მოჰყვეს.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. არსებობს პირობები, როდესაც პოპულარული ანალგეტიკი საზიანო ხდება ჯანმრთელობისთვის, აცხადებს ცნობილი ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი.

სამკურნალო აბები - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
დასახელდა ცნობილი მედიკამენტის საფრთხეები: ექიმი გირჩევთ

მისი თქმით, ტკივილგამაყუჩებელი „პარაცეტამოლის“ მიღება კატეგორიულად დაუშვებელია ნაბახუსევზე, ვინაიდან ეს აძლიერებს ღვიძლზე ზეწოლას და შეუძლია მისი ტოქსიკური დაზიანება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ ღვიძლის დაავადებების — ინფექციური ჰეპატიტის, ნებისმიერი წარმოშობის ციროზის, სტეატოჰეპატოზის მქონე პაციენტებმა.

ამასთან ერთად ექიმი გვაფრთხილებს, რომ „პარაცეტამოლის“ დოზასთან ყველა ჩვენგანი ფრთხილად უნდა იყოს.

„არ შეიძლება დღე-ღამეში სამ გრამზე მეტის მიღება. თუ აბი 600-მილიგრამიანია, ე.ი. სადღეღამისო დოზა ექვსი აბი იქნება; თუ აბი ერთგრამიანია, მაშინ დღე-ღამეში მხოლოდ სამი აბის მიღება შეგიძლიათ. პრეპარატის ოთხ გრამს უკვე შეუძლია ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება გამოიწვიოს“, — განმარტა სპეციალისტმა.

როგორც მიასნიკოვი ამბობს, ეს ანალგეტიკი ინფექციურ–ანთებითი დაავადებების სიმპტომატური მკურნალობისთვის განკუთვნილ არაერთ პრეპარატში შედის, რასაც პაციენტები ყოველთვის არ აქცევენ ყურადღებას.

მანამდე ინგლისის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა „პარაცეტამოლის“ დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირ სიმპტომებად პირღებინება და გულისრევის შეგრძნება დაასახელა. ხოლო სამეცნიერო ჟურნალ British Medical Journal-ში (BMJ) გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, „პარაცეტამოლის“ დოზის დიდ გადაჭარბებას „იშვიათ შემთხვევებში შეიძლება კომა და მძიმე მეტაბოლური აციდოზი მოჰყვეს“.

ყველა ახალი ამბავი
0