როგორ განვასხვავოთ ყალბი წამალი ნამდვილისგან: ექსპერტის განმარტება

© Pexels / Artem Podrezექიმი ხელში წამლის კაფსულით
ექიმი ხელში წამლის კაფსულით - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
ფარმაკოლოგიის ექსპერტი ასახელებს რამდენიმე ნიშანს, რომლებიც ყალბი და ნამდვილი პრეპარატების გარჩევაში დაგეხმარებათ.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ყალბ პრეპარატებს აფთიაქებში ვერ შეიძენთ, თუმცა მათ ხშირად გადააწყდებით უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში, აცხადებს RNC Pharma-ს დირექტორი ნიკოლაი ბესპალოვი.

კორნავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გრანდიოზული აფერა: თაღლითები ევროკავშირს 14 მლრდ ევროს არარსებულ ვაქცინებს სთავაზობდნენ

მისი თქმით, საუბარია ძვირადღირებული სამკურნალო პრეპარატების იაფფასიან ანალოგებზე.

„ზოგი მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ ამ სახით მათ ბევრად ხარისხიან პრეპარატებზე აქვთ წვდომა. საუბარია კონტრაფაქტული პროდუქციის გაცნობიერებულ შეძენაზე სხვადასხვა მიზეზით — ფინანსური თუ მენტალური“, — ამბობს სპეციალისტი.

იმისათვის, რომ ინტერნეტ-მაღაზიებში ყალბი პრეპარატი არ შევიძინოთ, ექსპერტი გვირჩევს, კარგად შევისწავლოთ წამლის შეფუთვა. გარდა იმისა, რომ ის კარგი ხარისხის პოლიგრაფიით უნდა გამოირჩეოდეს (მკაფიო წარწერა, გაუდღაბნელი საღებავი და სხვ.), შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი მარკირება ვარგისიანობის ვადისა და პრეპარატის სერიის მითითებით. ხოლო 2020 წლის ივლისის შემდეგ გამოშვებულ პრეპარატებზე data matrix–კოდი უნდა უნდა იყოს აღბეჭდილი. 

სპეციალისტის თქმით, თუ წამალი რომელიმე ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, დიდი ალბათობით, გაყალბებულ პროდუქციასთან გაქვთ საქმე.

ყველა ახალი ამბავი
0