ყურადღება! ტკიპისმიერი ენცეფალიტის სეზონი დაიწყო: სიმპტომები და საშველი

© Pixabay / Erik_Karitsტყის ტკიპა
ტყის ტკიპა - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
ტკიპისმიერი ენცეფალიტი, ანუ ტკიპის ნაკბენით გამოწვეული თავის ტვინის ანთება, მეტად საშიში დაავადებაა, ვინაიდან არაერთი გართულება ახლავს და ძნელად იკურნება

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ტკიპისმიერ ენცეფალიტზე (თავის ტვინის ანთება) ასაცრელად საუკეთესო დრო — ეს მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისია, აცხადებს პროფესორი მიხაილ კოსტინოვი. 

მისი თქმით, დაავადებას  სეზონურობა ახასიათებს, ვინაიდან ტკიპები განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქტიურდებიან ტყეებში — ისეთ ადგილებში, რომლებსაც ადამიანები ხშირად სტუმრობენ დასასვენებლად და სასეირნოდ.

ჭრელი ბალიშები ძველ სოფაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
უხილავი საფრთხე: რამდენ ხანში უნდა შეიცვალოს ბალიში აუცილებლად

პროფესორი აღნიშნავს, რომ ტკიპისმიერი ენცეფალიტის შედეგები უმეტეს შემთხვევაში სავალალოა, ვინაიდან დაავადებას ბევრი გართულება სდევს თან და საკმაოდ რთულად იკურნება.

მიხაილ კოსტინოვის თქმით, ენცეფალიტზე ვაქცინაცია მაქსიმალურად იცავს ადამიანს საშიში დაავადებისგან. ენცეფალიტზე პირველადი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ორჯერადი ვაქცინაცია კეთდება 2–4 კვირიანი ინტერვალით. ერთი წლის მერე კი რევაქცინაციაა საჭირო.

ამის შემდეგ ასაკოვანი ადამიანები ტკიპისმიერი ენცეფალიტისგან 3 წლის განმავლობაში არიან დაცული, ხოლო ახალგაზრდები უფრო ხანგრძლივად — 5 წლის განმავლობაში. 

„სხვათა შორის,  ამ ვაქცინაციის შესახებ ცნობის გარეშე ევროპის ბევრ ეროვნულ პარკში შესვლა იკრძალება“, — აღნიშნავს კოსტინოვი.

ტკიპისმიერი ენცეფალიტის გამომწვევი  არის არბოვირუსები, რომლებიც ტკიპის ენის მეშვეობით გადაეცემა ადამიანს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ტკიპის სანერწყვე ხორთუმში გამომუშავდება გაუტკივარების ძლიერი საშუალებაც, რის გამოც ადამიანი მწერის ნაკბენს ვერ გრძნობს.

ტკიპისმიერი ენცეფალიტის სიმპტომები:

ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი 7–14 დღე გრძელდება. იშვიათ შემთხვევაში ვლინდება სწრაფი რეაქცია — ტკიპის კბენიდან ერთ დღე–ღამეში.

  • ტკიპისმიერი ენცეფალიტის მიმდინარეობა გრიპს ჩამოჰგავს. პაციენტი უჩივის ციებას, კუნთების ტკივილსა და სისუსტეს.
  • ამასთან შესაძლებელია კრუნჩხვების სისტემატური შეტევები და რეგულარული პირღებინება. 
  • მკვეთრად იმატებს სხეულის ტემპერატურა, კანის საფარველი წითლდება, თვალების თეთრონებზე შეინიშნება კაპილარების სკდომა.
© RIA Novostiტყის ტკიპისგან თავის დაცვა
ყურადღება! ტკიპისმიერი ენცეფალიტის სეზონი დაიწყო: სიმპტომები და საშველი    - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
ტყის ტკიპისგან თავის დაცვა
ყველა ახალი ამბავი
0