არ დალიოთ წყალი ჭამის დროს: ენდოკრინოლოგი გაფრთხილებთ

CC0 / Pixabay / ლიმონიანი წყალი
ლიმონიანი წყალი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
ექიმი განმარტავს, ვინ და რატომ უნდა შეამციროს ჭამის დროს წყლის სმა, რათა ორგანიზმში ნეგატიური პროცესები არ გაააქტიუროს.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომლებმაც მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ ჭამის დროს წყლის სმა, აცხადებს ენდოკრინოლოგი ეკატერინა იანგი.

მინერალური წყალი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2020
„ნელი მოქმედების ბომბი“: როდის ხდება წყალი ჯანმრთელობის მტერი – რეკომენდაციები

მისი თქმით, თუ ადამიანი უჩივის მუცლის შებერილობას, გულძმარვას, ჭამის შემდეგ კუჭის სიმძიმეს, არასტაბილურ მონელებას, წვრილ ნაწლავებში ბაქტერიების ჭარბი ზრდის სინდრომს, მან ჭამის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიოს 100 მლ-ზე მეტი წყალი.

„შეგიძლიათ რამდენიმე ყლუპი მოსვათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლუკმის დალბობა გსურთ, ან წამალი გაქვთ დასალევი უშუალოდ ჭამის დროს“, — წერს ექიმი.

როგორც ენდროკრინოლოგი განმარტავს, ჭამის პროცესში წყლის რაოდენობა განსაკუთრებით მათ უნდა შეამცირონ, ვისაც გასტროეზოფაგური რეფლუქსი აწუხებს. ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადება და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში.

  • „მიზეზი ის კი არ არის, რომ წყალი კუჭის წვენს აზავებს... არამედ ის, რომ თქვენ ამით ხელს უწყობთ ჯერ კიდევ გადაუმუშავებელი საკვების სწრაფ გადაადგილებას კუჭიდან ნაწლავებში“, — ამბობს ექიმი.
ქალი მინერალური წყლის წყაროსთან  - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2020
რა უნდა იცოდეთ: დასახელდა მინერალური წყლის სერიოზული საფრთხეები

ენდოკრინოლოგი ასევე მიუთითებს, რომ კუჭის ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სითხე (არა მარტო წყალი) მაშინვე ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში, სადაც მაშინვე იწყება ან მისი შეწოვა, ან კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებთან ურთიერთქმედება. სწორედ ამიტომ ექიმი არ გვირჩევს ხილის სმუზების მიღებას ჭამის დროს, ვინაიდან ის მყისიერად ზრდის შაქრის დონეს სისხლში.

სპეციალისტის თქმით, უმჯობესია, რომ წყალი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ, ხოლო მჟავიანობის გასაზრდელად შეგიძლიათ მას ცოტა ლიმონის წვენი დაამატოთ.

რაც შეეხება ალკოჰოლს, ექიმი იანგი არ არის წინააღმდეგი, რომ ჭამისას მცირე რაოდენობით სასმელი მიირთვათ აპერიტივის სახით.

ყველა ახალი ამბავი
0