ლეიკოზი ბავშვებში: დასახელდა დაავადების ექვსი პირველი ნიშანი

© Pixabay / Semeventექიმი ბავშვს სინჯავს
ექიმი ბავშვს სინჯავს - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
ცნობილმა ონკოლოგმა ჩამოთვალა რამდენიმე პირველადი სიმპტომი, რაც მშობლებს ბავშვში ლეიკოზის განვითარებას ატყობინებს.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებები იშვიათად გვხვდება, თუმცა არსებობს სიმსივნეების ათამდე ქვეტიპი, რომლებიც ადრეულ ასაკში იჩენს თავს, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ონკოლოგი და ქირურგი მიხაილ მიასნიანკინი.

პაციენტი კიბოს გამოკვლევაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
სამი მარტივი წესი 12 სახის კიბოს თავიდან ასაცილებლად: დადგენილია მეცნიერულად

სპეციალისტის თქმით, კიბოს პროვოცირებას უპირველესად გენეტიკური ფაქტორები, განვითარების ანომალიები და ორგანიზმზე არახელსაყრელი გარემო პირობების გავლენა ახდენს.

ექიმი ხაზს უსვამს, რომ ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებები პირდაპირ კავშირშია მშობლების, განსაკუთრებით კი დედის ჯანმრთელობასთან.

„შესაძლო ფაქტორებს განეკუთვნება ორსულობის დროს მოწევა, ალკოჰოლური სასმელების მიღება, შარდ-სასქესო სისტემის ქრონიკული ანთებები და ასევე სამშობიარო ტრავმები“, — განმარტავს ონკოლოგი.

მისი თქმით, კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ბავშვებში ლეიკოზია — უკიდურესად საშიში დაავადება, რომელიც სერიოზულ ქიმიოთერაპიულ ან სხივურ მკურნალობას მოითხოვს.

ექიმის თქმით, არსებობს რიგი საგანგაშო სიგნალები, რომლებიც მშობლებს ბავშვში სისხლისა და ძვლის ტვინის კიბოს განვითარებაზე მიანიშნებს.

ეს პირველადი სიმპტომებია:

  • იოლად დაღლილობა;
  • მადის დაქვეითება;
  • წონის დაკარგვა;
  • მტირალობა;
  • კანის გაფერმკრთალება;
  • გარშემო მიმდინარე პროცესებისადმი უყურადღებობა.

ონკოლოგი მოუწოდებს მშობლებს, ყურადღებით დააკვირდნენ შვილებს და ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი სიმპტომის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ პედიატრს.

ყველა ახალი ამბავი
0