რატომაა აუცილებელი ეს ნაკლებად პოპულარული ვიტამინი: ექიმი გირჩევთ

© Pixabay / AtlantiosВитамины в ложке
Витамины в ложке - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
ექიმის თქმით, ეს სხვებზე ნაკლებად პოპულარული ვიტამინი ორგანიზმის არაერთ პროცესში მონაწილეობს და, რაც მთავარია, ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ვიტამინი К, რომელიც ბევრად არაპოპულარულია А, С, D, Е და B ჯგუფის ვიტამინებთან შედარებით, ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ინა პიჩუგინა.

ვიტამინები თეფშზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2020
წვავს ცხიმს: მეცნიერებმა დაადგინეს ვიტამინი, რომელიც წონის დაკლებას უწყობს ხელს

მისი თქმით, К ვიტამინი ორგანიზმის არაერთ პროცესში მონაწილეობს და ის მეტად აუცილებელია ადამიანისთვის. მაგალითად, ეს ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, თირკმელების ნორმალურად ფუნქციონირებაში, ის ასევე აუცილებელია ძვლოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილებისთვის.

„ვიტამინი K ბავშვის ჩვილობის ასაკიდან უზრუნველყოფს ჩონჩხის განვითარებას, ხოლო ხანდაზმულ ადამიანებს ოსტეოპოროზისგან იცავს“, — განმარტავს ექიმი.

ამასთან K ვიტამინს არანაკლები მნიშვნელობა აქვს სხეულის სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების კუთხით.

როგორც პიჩუგინა ამბობს, К ვიტამინის ნაკლებობის დროს მცირდება ე.წ. ინტერლეიკინი, იმუნური სისტემა ზარალდება და ორგანიზმი სწრაფად დაბერებას იწყებს.

ექიმის რჩევით, К ვიტამინის დეფიციტი შეიძლება შეივსოს მწვანე პროდუქტების — ისპანახის, სალათის ფოთლების, კომბოსტოსა და მწვანილის მიღებით. გარდა ამისა, ეს ვიტამინი საკმარისი რაოდენობით შედის ღვიძლშიც.

ყველა ახალი ამბავი
0