რა დაავადებებს გვამცნობს თვალები: კონკრეტული განმარტებები ექიმისგან

© Pixabay / newartaოფთალმოლოგი სინჯავს პაციენტს
ოფთალმოლოგი სინჯავს პაციენტს - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
მედიკოსი განმარტავს, რა ნიშნები მეტყველებს სხვადასხვა სერიოზულ დაავადებაზე, რა შემთხვევაშია გადაუდებლად აუცილებელი ექიმთან ვიზიტი და როდის რომელ სპეციალისტს უნდა მივაკითხოთ.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ადამიანის თვალები არა მარტო სულის სარკეა, არამედ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების ზუსტი ინდიკატორიც, აცხადებს ექიმი–თერაპევტი ირინა ესკოვა.

მისი თქმით, თვალების შეწითლება, წვა, შესიება თუ ცრემლდენა შეიძლება არაერთი სახიფათო დაავადების მაცნე იყოს, ამიტომ ამ სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმთან ვიზიტია აუცილებელი.

რომელ სერიოზულ დაავადებებს გვამცნობს თვალების ტკივილი: მიაქციეთ ყურადღება!>>

სპეციალისტის განმარტებით:

  • თუ თვალების თეთრონები გაგიწითლდათ, გაჩნდა წვის შეგრძნება — ეს ბაქტერიული ვირუსული ინფექცია, კონიუნქტივიტია;
  • თუ დაგეწყოთ ქავილი და ქუთუთოები შეგისივდათ — ეს ალერგიული რეაქციაა;
  • თუ ზედა ქუთუთოს შიდა ზედაპირი გაგიფერმკრთალდათ, თითქმის გაგითეთრდათ, ხოლო თეთრონები შეცისფრდა — ეს შეიძლება ანემიისა და დაბალი ჰემოგლობინის ნიშანი იყოს;
  • თუ თეთრონები გაყვითლდა — ეს ღვიძლის დაავადების ნიშანია.

გარდა ამისა, ზოგი დარღვევა შეიძლება მეტად სახიფათო დაავადებაზე მეტყველებდეს. მაგალითად, ოქროსფერი კანტი თვალის ირისის გარშემო ვილსონ–კონოვალოვის დაავადებაზე მიანიშნებს (აგრეთვე ცნობილი როგორც ჰეპატოლენტიკულარული დისტროფია — აუტოსომურ-რეცესიული გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ზედმეტი სპილენძის დაგროვება ადამიანის ორგანიზმში). ხოლო წითელი ლაქის გაჩენა წნევასთან დაკავშირებულ პრობლემებს გვამცნობს.

ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
ართრიტის უჩვეულო სიმპტომები: როგორ ამოვიცნოთ დაავადება წინასწარ

„ეს შეიძლება იყოს თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის მაცნე. ამიტომ აუცილებელია ექიმთან სასწრაფო ვიზიტი. საშიში სიმპტომია არათანაბარი ზომის გუგებიც — როცა ერთი მეორეზე უფრო ვიწროა და ნაკლებად რეაგირებს სინათლეზე“, —  ამბობს ექიმი.

სპეციალისტის განმარტებით, თვალების ამობურცვა, რა დროსაც ქუთუთოები ბოლომდე ვაღარ ფარავს მათ, იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს. ქუთოთოს სპაზმები (ე.წ. თვალის თამაში) ორგანიზმში მაგნიუმის ცვლის დარღვევაზე მიანიშნებს და ამ შემთხვევაში ნევროპათოლოგთან ვიზიტია აუცილებელი.

  • გარდა ამისა, როგორც ესკოვა ამბობს, ჩამოწეული ქუთოთო ყოველთვის არ არის დაბერების მაჩვენებელი. ეს შეიძლება მიასთენიის ან სახის ნერვის ანთების ნიშანი იყოს.

გარდა ამისა, ექიმი განმარტავს, რომ თვალებზე დაკვირვებით ონკოლოგიური დაავადების განვითარებაც შეიძლება ავიცილოთ თავიდან. ანუ, თუ თვალებში მუქი ლაქა გაჩნდა და ერთმა გუგამ ფერი შეიცვალა, ეს შესაძლოა მელანომის სიმპტომი იყოს. შესაბამისად, სპეციალისტი გვირჩევს, დაუყოვნებლივ მივმართოთ ონკოლოგს.

ყველა ახალი ამბავი
0