როგორია იდეალური ტემპერატურა შვიდი სხვადასხვა სიტუაციისთვის

CC0 / Pixabay / თოვლი უდაბნოში
თოვლი უდაბნოში - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
ტემპერატურა, როგორც ფანჯრებს გარეთ, ასევე შენობაში დიდ გავლენას ახდენს განწყობაზე, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე. ზოგი თუ სიცხეს ან სიცივეს ვერ იტანს, ზოგისთვის ის ნორმაა.

ოთახის ტემპერატურა ხშირად გამხდარა  ჩხუბისა და დავის საგანი არა მარტო ოფისის თანამშრომლებში, არამედ ოჯახის წევრებშიც.

ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგჯერ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კომფორტულია ოთახში ტემპერატურა. მეცნიერებმა დაადგინეს გარკვეული ნორმები, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციაში ოთახის იდეალურ ტემპერატურად ითვლება.

კვლევებით დადგინდა, რომ ქალებს ოთახის უფრო მაღალი ტემპერატურა ურჩევიათ, ვიდრე კაცებს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ უმჯობესია პირადი არჩევანით არ ვიმოქმედოთ და გავითვალისწინოთ თითოეული სიტუაციისთვის იდეალური ტემპერატურები.

ოთახის იდეალური, კომფორტული ტემპერატურა სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, კონდიციონერით,  ელექტრო და იატაკის გამათბობლებით, რადიატორითა და ფანჯრებით რეგულირდება.

თავის ტკივილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
როგორ გავიყუჩოთ თავის ტკივილი წამლების გარეშე, ბუნებრივი მეთოდებით

1. იდეალური ტემპერატურა ძილისთვის

ძილს სხეულის კარგი ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ძილის პროცესში კი  ოთახის ტემპერატურა დიდ როლს ასრულებს. თუ უძილობა გაწუხებთ, დიდი ალბათობაა, რომ თქვენს საძინებელში ან ძალიან ცხელა, ან ძალიან ცივა. ძილისთვის იმ ოთახის ტემპერატურა, სადაც გვძინავს, ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ძილის დროს ოთახის იდეალურ ტემპერატურად 15ºC - 19ºC მიიჩნევა. ტემპერატურის ამ დიაპაზონში სხეულის ტემპერატურა მცირდება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კარგ ძილს.

ჯანმრთელი საკვები - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
დიეტა დეპრესიის დროს: საკვები, რომელიც დაგვეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში

2. იდეალური ტემპერატურა ვარჯიშისთვის

ტვინს უყვარს, როდესაც ვვარჯიშობთ. ვარჯიში გვეხმარება, ვიყოთ უფრო კონცენტრირებულები, მობილიზებულები და ენერგიულები. ვარჯიშის დროს ოთახის იდეალური ტემპერატურა შეიძლება, განსხვავდებოდეს და ის დამოკიდებულია ინდივიდზე. თუმცა, დადგენილია, რომ ადამიანების უმეტესობა და თავს საუკეთესოდ გრძნობს, როდესაც საშუალო ტემპერატურის (20ºC- 22ºC) ოთახში ვარჯიშობენ.

3. იდეალური ტემპერატურა სწავლისთვის

დასწავლის კარგი უნარები გვმატებს საკუთარი თავის რწმენას და გვიმაღლებს თვითშეფასებას. ყველა თანხმდება, რომ სწავლის დროს პროდუქტიულობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ იმისთვის, რომ სწავლისას უფრო მეტად მობილიზებულები და ნაყოფიერები  ვიყოთ, ამ შემთხვევაშიც დიდ როლს თამაშობს ოთახის ტემპერატურა -  ის უნდა იყოს 21ºC-25ºC. დაგვიჯერეთ, უფრო თბილი ტემპერატურა მოგთენთავთ და ძილი მოგერევათ, შესაბამისად, პროდუქტიულობაც იკლებს.

ტკბილეული - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
უგემრიელესი დესერტი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის

4. იდეალური ტემპერატურა ჩვილებისთვის

რადგანაც ჩვილებს არ შეუძლიათ თავად გვითხრან, თავს როგორ გრძნობენ, აუცილებელია, დავრწმუნდეთ, რომ ოთახში მათთვის კომფორტული ტემპერატურაა - არც ძალიან ცივი და არც ძალიან თბილი. შეეცადეთ, ოთახში ზომიერი ტემპერატურა (20°C - 22 ° C)  შეინარჩუნოთ.

5. იდეალური ტემპერატურა შინაური ცხოველებისთვის

შინაური ცხოველებისთვის ოთახის იდეალური ტემპერატურა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის სახეობაზე, ზომაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. პატარა შინაური ცხოველები უფრო სწრაფად ცივდებიან, იმ დროს როცა დიდებს შეუძლიათ უფრო დიდხანს შეინარჩუნონ სხეულის სითბო. ამიტომ, სანამ სახლიდან გახვალთ, დარწმუნდით, რომ მათთვის ოთახის კომფორტულ ტემპერატურას ტოვებთ: ზაფხულში ის არ უნდა აღემატებოდეს 26ºC- 27ºC-ს, რაც შეეხება ზამთარს - 20ºC- 22ºC-ს.

მაცივარი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
ვითხოვთ დიასახლისების ყურადღებას: მაცივარი ყველა პროდუქტს არ უხდება

6. იდეალური ტემპერატურა მუშაობისთვის

ცხოვრების განმავლობაში ადამიანი სიცოცხლის ერთ მესამედს, დაახლოებით 90 ათას საათს ატარებს სამსახურში. კვლევებმა აჩვენა, რომ ოფისებისთვის ოთახის იდეალურ, ოპტიმალურ ტემპერატურად მიჩნეულია 24ºC როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ასე, რომ თუ სამსახურში უკმაყოფილება არ გინდათ, მუდმივად აკონტროლეთ თერმომეტრი.

7. იდეალური ტემპერატურა მოხუცებისთვის

ხანდაზმულთათვის ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რადგანაც მათ შეიძლება პრობლემები ჰქონდეთ სხეულის სითბოს დარეგულირებაში,  დიდ დროს ატარებენ ოთახში, სადაც ძალიან ცხელა ან ძალიან ცივა. ეს კი უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე. მათთვის ოთახის იდეალურ, კომფორტულ ტემპერატურად  20ºC- 23ºC მიიჩნევა.
 
 

ყველა ახალი ამბავი
0