დასახელდა სუნები, რომლებიც თრგუნავს და აქრობს შიმშილის გრძნობას

© photo : Pixabay / Mareefeეთერზეთები
ეთერზეთები - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
არსებობს ნატურალური არომატები, რომლებიც აქვეითებს ან ზრდის მადას. რომელი სუნი დაგეხმარებათ შიმშილის დათრგუნვაში და როგორ უნდა გამოიყენოთ ის – სპეციალისტი აგიხსნით.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. გარკვეული სუნები ამცირებს მადას და თრგუნავს შიმშილის გრძნობას, აცხადებს რადიო Sputnik-თან ინტერვიუში არომათერაპევტი გალინა კოლოსოვა.

მამაკაცი ჭამის პროცესში - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
როგორ დავთრგუნოთ შიმშილის გრძნობა? პრაქტიკული და ეფექტური რჩევები

სპეციალისტის თქმით, ამისთვის ჯობს შეარჩიოთ არა ხელოვნურად შექმნილი, არამედ ბუნებრივი ეთერზეთები.

„თუ ტკბილეული გინდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დარიჩინი ან კასია. თუ ცხიმიანი საკვებისკენ მიგიწევთ გული, მაშინ ციტრუსების — გრეიპფრუტის, ფორთოხლის, ლიმონის არომატებს მიმართეთ და მადა მცირედ მაინც შეგისუსტდებათ“, — განმარტავს არომათერაპევტი.

ამასთან კოლოსოვა გვაფრთხილებს, რომ ისეთი სანელებლების არომატები, როგორებიცაა როზმარინი, ბეგქონდარა, ილი ან ორეგანო, პირიქით, მადას ზრდის.

სპეციალისტის თქმით, არომატების სასუნთქად დიფუზორის (სურნელოვანი ჩხირები) გამოყენება ჯობს, რომელიც შეგიძლიათ სამუშაო მაგიდაზე დაიდგათ და როცა პირის ჩატკბარუნება ან ჭამა მოგინდებათ, უბრალოდ დასუნოთ მას. ხოლო თუ დიფუზორი არ გაქვთ, მაშინ პირდაპირ ფლაკონიდან შეგიძლიათ შეიყნოსოთ საჭირო არომატი — საკმარისია დაახლოებით 15–20 ჩასუნთქვა–ამოსუნთქვა.

არომათერაპია და მისი ზეგავლენა ადამიანებზე>> 

მაგრამ, როგორც სპეციალისტი განმარტავს, მადის დასათრგუნად ეთერზეთების ერთჯერადი გამოყენება ეფექტს არ მოიტანს. ამიტომ ჯობს, არომათერაპია ჩვევად აქციოთ.

კოლოსოვას თქმით, კარგი იქნება, თუ ორ-სამ-კვირიან კურსს ჩაიტარებთ, რა დროსაც ზემოთ ნახსენებ ეთერზეთებს დღეში რამდენჯერმე ისუნთქავთ.

ყველა ახალი ამბავი
0