როგორ მოვიყვანოთ რძე: ხალხური და ტრადიციული მეთოდები – რჩევები მეძუძურ დედებს

© Pixabay / blankita_uaახალშობილი დედასთან
ახალშობილი დედასთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
დედის რძე საუკეთესო საკვებია ბავშვისთვის, ვინაიდან ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და ნუტრიენტების ოპტიმალურ რაოდენობას შეიცავს.
დედა ძუძუს აჭმევს ბავშვს - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2020
მეძუძურ დედას ყველაფერი შეუძლია მიირთვას: კომაროვსკი პოპულარულ მითს ამსხვრევს

ამასთან დედის რძესთან ერთად პატარა იღებს იმუნოგლობულინებს, რომლებიც მას ინფექციური დაავადებებისგან იცავს.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დედებს ლამის ორ წლამდე ურჩევს ბავშვის ძუძუთი კვებას. მაგრამ ზოგჯერ ქალები რძის ნაკლებობის პრობლემებს აწყდებიან. თუმცა ეს წუხილისა და ნერვიულობის მიზეზად არ უნდა იქცეს, ვინაიდან არსებობს ლაქტაციის გაძლიერების არაერთი გზა — როგორც წმინდა სამედიცინო, ისე ხალხური.

ქვემოთ ორივე ტიპის რჩევებს შემოგთავაზებთ, თქვენ კი ის გამოიყენეთ, რომელიც უფრო მისაღები გეჩვენებათ.

თუმცა მანამდე იმ მიზეზებს გაგაცნობთ, რომლებიც შეიძლება რძის ნაკლებობის მიზეზი იყოს. ესენია:

  • სარძევე ჯირკვლის პათოლოგია: მასტიტი, ნახეთქები;
  • მედიკამენტების მიღება (შარდმდენი საშუალებები, გესტაგენები, ანდროგენები);
  • ბავშვის კვების რეჟიმის დარღვევა;
  • ბავშვის კვებებს შორის დიდი შესვენებები (ღამით კვებაზე უარის თქმა);
  • დედის სტრესები და უძილობა;
  • დედის არასრულფასოვანი კვება.

პედიატრები ლაქტაციის გასაძლერებლად დედებს ურჩევენ:

  • ბავშვის გამოკვებამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ თბილი რძიანი ჩაი;
  • ბავშვის კვების წინ რბილი მოძრაობებით გაიკეთეთ სარძევე ჟირკვლების მასაჟი მკაცრად საათის ისრის მიმართულებით;
  • ჭამის შემდეგ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში – მკერდის მასაჟი შხაპით;
  • კვებეთ ბავშვი ღამღამობითაც, იმიტომ რომ ჰორმონი პროლაქტინი, რომელიც ლაქტაციის პროცესზე აგებს პასუხს, ბევრად აქტიური სწორედ ღამითაა;
  • იძინეთ კარგად. თუ ბავშვი ღამით ძილს არ გაცდით, აუცილებელია, რომ დანაკლისი დღის განმავლობაში შეივსოთ — თუნდაც მცირე ხნით დაიძინოთ;
  • იკვებეთ უცხიმო ხორცით (დღე-ღამეში 200 გ) და მისგან მომზადებული ბულიონებით; ასევე მიირთვით რძის პროდუქტებით: ხაჭო — 150 გ დღეში, კეფირი ან მაწონი — 200 გ, მაგარი ყველი — 30 გ. ასევე ბურღულეული (შვრია, წიწიბურა) და ბოსტნეული;
  • სვით საკმარისი რაოდენობით წყალი ან ბალახების ჩაი;
  • არ გაწყენთ ისეთი ვარჯიშებიც, რომლებიც მკერდის ჯირკვლებს ამაგრებს, მაგალითად, აზიდვები. ოღონდ არა იატაკიდან, არამედ სკამიდან ან კედლიდან.
და, რაც მთავარია: გამორიცხეთ ყველანაირი სტრესი. ამან შეიძლება უბრალოდ კი არ შეამციროს რძის რაოდენობა, არამედ სულ გააქროს.

 

ხალხური მეთოდები რძის მოსაყვანად

  • დაასხით ნახევარი ლიტრი ცხელი რძე ნახევარ ჩაის ჭიქა კაკლის ლებნებს, დააყენეთ 4 საათის განმავლობაში თერმოსში. შემდეგ სვით ნაყენი დღე-ღამეში ორჯერ პატარა ყლუპებით — თითო ჯერზე ჭიქის მესამედი;
  • მოხარშეთ რძეში სტაფილო და მიირთვით ზედიზედ 3–4 კვირის განმავლობაში დღეში სამჯერ;
  • შეურიეთ შაქარი (არაუმეტეს 15 გ), რძე (120–130 მლ) და სტაფილოს წვენი (50-60 მლ). მიირთვით დღეში ორჯერ თითო ჭიქა — ოღონდ მომზადებისთანავე. საღამოს, ძილის წინ შეგიძლიათ შეურიოთ ერთი კოვზი თაფლი;
  • აიღეთ ცერეცოს, ანისულისა და კამის თესლები — იმდენი, რომ თანაბარი წილით შერევისას ერთი სუფრის კოვზი მიიღოთ, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით დღეში ორჯერ ჭამიდან ერთი საათის შემდეგ ნახევარ–ნახევარი ჭიქა; 
  • დაასხით ერთ სუფრის კოვზ გვირილას 200 მლ დამტკბარი მდუღარე წყალი. დალიეთ დღეში სამჯერ თითო ჭიქა. კურსი — ერთი კვირა;
  • ერთ ჩაის კოვზ ძირას თესლს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული რძე და ხარშეთ ორი წუთის განმავლობაში. დალიეთ დღეში სამჯერ — მეოთხედ–მეოთხედი ჭიქა;
  • მიირთვით მეტი მწვანე ხახვი, ჭინჭარი და კამა, ასევე ქატოს პური;
  • ერთ ჩაის კოვზ ჭინჭარს (ან ერთ პაკეტს, თუ აფთიაქში შეიძენთ) დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და მიირთვით დღეში ორჯერ ნახევარ–ნახევარი ჭიქა. ოღონდ დაიმახსოვრეთ: ჭინჭარი არაჩვეულებრივი რძის მომყვანია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საშვილოსნოს შეკვრასაც უწყობს ხელს;
  • დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი ერთ ჩაის კოვზ ბაბუაწვერას ხმელ ფესვებს, დააყენეთ ერთი საათი, გადაწურეთ და დალიეთ ცივი დღეში სამჯერ 100–100 გრამი. სასურველია, ჭამის წინ;
  • ბავშვის გამოკვების წინ ჩაასხით ტაშტში ცხელი წყალი და ჩააწყეთ ფეხები, თან სვით თბილი ჩაი. როგორც კი ფეხები გაგიხურდებათ, მაშინვე მიეცით ბავშვს ძუძუ.
გახსოვდეთ: ხალხური რეცეპტების გამოყენებას თან ახლავს ალერგიის რისკები როგორც დედისთვის, ისე პატარისთვის. ამიტომ ცალკეული კომპონენტების შესახებ ჯობს ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია!
ყველა ახალი ამბავი
0