თუ თქვენი პატარა ახველებს: ნატურალური და უებარი კომპრესი – დეტალური რეცეპტი

CC0 / Pixabay / ჯანჯაფილი და თაფლი
ჯანჯაფილი და თაფლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
გაციებით გამოწვეული დაავადებები ყველა ასაკის ადამიანისთვის შემაწუხებელია, მაგრამ განსაკუთრებით აუტანელია, როცა პატარა ბავშვი ახველებს, ვინაიდან მათთვის ნახველის ამოღება ბევრად რთულია.

ამ დროს ექიმი, რაღა თქმა უნდა, ხველის საწინააღმდეგო სიროფს ნიშნავს, ვინაიდან ეს საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევა. მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ წამალი სწრაფად არ მოქმედებს და შედეგი მალე არ დგება.

ბავშვები შადრევანთან - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2020
ძილის წინ ყურადღებით დაათვალიერეთ ბავშვის სხეული – პედიატრის მიმართვა მშობლებს

უფრო მეტიც: ხველის საწინააღმდეგო სიროფების უმეტესობა ორ ძირითად ინგრედიენტს შეიცავს — დექსტრომეტორფანსა და კოდეინს, რაც უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე და თავის ტკივილი, უძილობა და შაკიკიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

სულაც არ გაგვიკვირდება, თუ იტყვით, რომ აქამდე ეს არ იცოდით.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, ჩვენ ნატურალური და სრულიად უსაფრთხო პროდუქტებით მკურნალობის მეთოდს გაგაცნობთ, რომელიც თქვენს პატარას სამიოდე საათში გაუსუფთავებს ფილტვებს ლორწოსგან და ხველასაც მოურჩენს.

ჯანჯაფილისა და თაფლის კომპრესი

ინგრედიენტები: 

1 ს/კ გახეხილი ჯანჯაფილი ან ჯანჯაფილის ფხვნილი; 

1 ს/კ თაფლი;
1 ს/კ ზეითუნის ზეთი;
1 ს/კ ფქვილი.

თქვენ ასევე დაგჭირდებათ: ქაღალდის ხელსახოცი (სალფეტკი), ლეიკოპლასტირი ან წებოვანი ლენტი და ბინტი.

ქვემოთ შემოთავაზებულ ვიდეოში ამერიკელი დედა ხილულად გასწავლით, როგორ უნდა დაამზადოთ კომპრესი:

მომზადების წესი:

კარგად შეურიეთ თაფლი და ფქვილი;

ზეთს დაამატეთ ჯანჯაფილი, მოურიეთ და ეს ყველაფერი თაფლისა და ფქვილის ნაზავს კარგად შეაზილეთ;

მიღებული მასა წაუსვით ხელსახოცზე, დააფინეთ ის ბინტზე (ან მარლის ნაჭერზე), დაადეთ ბავშვს მკერდზე ან ზურგზე და დაამაგრეთ ლეიკოპლასტირით ან წებოვანი ლენტით.

ეს კომპრესი უფროსებისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ და სულ პატარა ბავშვებისთვისაც. ოღონდ უნდა გახსოვდეთ, რომ:

  1. ბავშვს საფენს დაძინებამდე სამი საათის განმავლობაში ვუჩერებთ, შემდეგ კი ვხსნით;
  2. უფროსებს კომპრესიანად შეუძლიათ დაიძინონ, ანუ მთელი ღამით გაიჩერონ მიკრული. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივზე მეტად გაიოფლებით.
ყველა ახალი ამბავი
0