ვის ეკრძალება ჩაის სმა: ექიმი რისკ-ჯგუფებს ასახელებს

CC0 / Pixabay / ჩაი
ჩაი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
ექიმის თქმით, ჩაი უარყოფითად მოქმედებს გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანებზე, რის გამოც მისი სმა მათთვის რეკომენდებული არ არის.

თბილისი. 17 თებერვალი — Sputnik. ადამიანების გარკვეულმა კატეგორიამ ჩაის სმა უნდა შეზღუდოს, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მიხაილ გინზბურგი.

ვიეტნამური სუპი ფო - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
რატომ უნდა მიირთვათ ცხელი სუპი ყოველდღე? ენდოკრინოლოგი განმარტავს

მისი თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება კუჭის პრობლემების მქონეებს და ჰიპერტონიკებს.

„მათთვის, ვისაც კუჭი აწუხებს, ჩაის სმა არასასურველია, ვინაიდან ამით კუჭის წვენის სეკრეცია იმატებს და დაავადება შეიძლება გამწვავდეს“, — ამბობს ექიმი.

მისი განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ორგანიზმი ნეგატიურად რეაგირებს შავ ჩაიზე, მწვანეს კი, პირიქით, კარგად ითვისებს. ეს იმის გამო ხდება, რომ შავ ჩაის გამოკვეთილი მატონიზირებელი მოქმედება ახასიათებს, მწვანეს კი — ანთების საწინააღმდეგო.

კომბოსტო: ვისთვის არის სასარგებლო და ვის ეკრძალება მისი ჭამა>>

მიუხედავად ამისა, გინზბურგის თქმით, როდესაც კუჭში ანთებითი პროცესები მკაფიოდაა გამოხატული, ნეგატიური შედეგების გამოწვევა ორივენაირ ჩაის შეუძლია.

გარდა ამისა, ჩაი შეიძლება გახდეს წნევის მატების მიზეზიც ჰიპერტონიკებში. ამიტომ ექიმი მაღალი წნევის მქონეებს ურჩევს, დააკვირდნენ საკუთარ შეგრძნებებს და ისე შეიტანონ ჩაი რაციონში — განაგრძონ სმა, ან უარი თქვან მასზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0