გამორიცხეთ მარილი სამი დღით და... ექიმის განმარტება

© Pixabay / congerdesignმსხვილად დაფქული მარილი და სანელებლის მარცვლები
მსხვილად დაფქული მარილი და სანელებლის მარცვლები - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
რატომ არ შეიძლება მარილის რაციონიდან სრულად ამოღება, რა რაოდენობის მარილი მიიჩნევა დღიურ ნორმად ბავშვებისა თუ ზრდასრულებისთვის და რით არის სასარგებლო სამი დღით მარილზე უარის თქმა?

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მართალია თუ არა, რომ მარილი „თეთრი სიკვდილია“ და როგორი ცვლილებები მოხდება ორგანიზმში, თუ საკვებში მარილის დამატებას შევწყვეტთ — ამ და სხვა კითხვებზე ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი ალინა ალმასხანოვა საუბრობს.

Соль - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2020
მარილი კიბოს უჯრედების ზრდას ანელებს – სენსაციური კვლევა

მარილი და შეშუპება

ექიმის თქმით, ადამიანები იმაზე ორჯერ მეტ მარილს მოიხმარენ, ვიდრე საჭიროა. მარილის (ანუ ნატრიუმის) ჭარბი რაოდენობა კი ნიშნავს სითხის შეკავებას, შეშუპების გაჩენასა და არტერიული წნევის მატებას. ნატრიუმის ყოველი დამატებითი გრამი არის საშუალოდ 200 მილილიტრი წყალი.

„მომატებული წნევა უარყოფითად მოქმედებს თირკმლებზე. იზრდება სისხლძარღვთა კატასტროფის — ინფარქტისა და ინსულტის რისკები. მარილზე უარის თქმით კი შეიძლება არტერიული წნევისა და გულის დაავადებების რისკების, თირკმლების პრობლემების შემცირება“, — განმარტა სპეციალისტმა.

რამდენი მარილია დღეში საჭირო

მარილის ნორმა დღეში ერთი ჩაის კოვზი, ანუ ხუთი-ექვსი გრამია. თუ ამ რაოდენობას ორჯერ გადააჭარბებთ, წარმოიქმნება ჯანმრთელობის პრობლემები.

გოგონა წყლის სმისას - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2019
ოდნავ მარილიანი წყლის სმა მარგებელია: ვისთვის და როდის

ამასთან ენდოკრინოლოგი ხაზს უსვამს, რომ ბავშვებისა და ხანდაზმულების შემთხვევაში მარილის დღიური ნორმა მხოლოდ ორი-სამი გრამი, ანუ ნახევარი ჩაის კოვზია.

ყველაზე მარილიანი საკვები

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ მარილი შედის არა მარტო შინ მომზადებულ კერძებში, არამედ მაღაზიაში შეძენილ პროდუქტებშიც. ეს „ფარული მარილია“. მაგალითად, 100 გრამ მოხარშულ ძეხვსა და სოსისებში საშუალოდ 2-2,5 გრამი მარილია, უმად შებოლილ ძეხვში — 3,5 გრამი.

„განსაკუთრებით ბევრი მარილია სწრაფი კვების პროდუქტებში, ნახევარფაბრიკატებში, შებოლილ ხორცში, სადაც მარილი მოქმედებს როგორც გემოს გამაძლიერებელი, ასევე მწნილეულსა და მარინადებში. მისი რაოდენობის შესამცირებლად შეგიძლიათ რაციონიდან ამოიღოთ მაიონეზი, კეტჩუპი და სხვა მზა სოუსები, ბულიონის კუბებით მომზადებული სუპები“, — გვირჩევს ენდოკრინოლოგი.

მარილი ჯანმრთელობისთვის

მარილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2018
თუ თამბაქოს სუნის გაქრობა გსურთ, ანუ მარილის სასარგებლო თვისებები

ამასთან სპეციალისტი მარილზე სრული უარის თქმას არ გვირჩევს, ვინაიდან ნატრიუმი აუცილებელია ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალური მუშაობისთვის.

„ნატრიუმის დეფიციტი ისეთივე არაჯანსაღი მოვლენაა, როგორც მისი სიჭარბე. ამ შემთხვევაში წყალი და კალიუმი ინტენსიურად გამოიყოფა, რაც თირკმლების დატვირთვას ზრდის. ჩნდება თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, საჭმლის მონელება ირღვევა, არტერიული წნევა ეცემა და რეგულარულად თავბრუსხვევა აღინიშნება. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ცხოვრების ხარისხი იკლებს“, — განმარტავს ალინა ალმასხანოვა.

სამი დღე მარილის გარეშე

თუ მარილზე სამი დღის ან ერთი კვირის განმავლობაში უარს იტყვით, ამით ორგანიზმში უარყოფითი ცვლილებები არ მოხდება. უფრო მეტიც, თუ მანამდე ჭარბი რაოდენობით მარილი მიიღეთ, დადებით ეფექტს შეამჩნევთ: ზედმეტი სითხე გაქრება, წონა და შეშუპება შემცირდება.

ასათიანი: ჰიმალაის მარილი არის ხსნა იმ ადამიანებისთვის, ვინც დიეტაზეა>>

მარილის ხანგრძლივად, ორ-სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გამორიცხვამ კი შეიძლება ნეგატიური სიმპტომები გამოიწვიოს. უშუალოდ როდის მოხდება ეს, დამოკიდებულია ორგანიზმის მახასიათებლებზე. სხეულის კომპენსატორულ სისტემებს შეუძლია, რომ სისხლში ნატრიუმი განსაზღვრულ დონეზე ხანგრძლივად შეინარჩუნოს.

ყველა ახალი ამბავი
0