ქათმის ხორცი უფრო სასარგებლოა თუ ინდაურისა? დიეტოლოგი განმარტავს

© Pixabay / RitaEშემწვარი ქათამი
შემწვარი ქათამი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
რა განსხვავებაა ქათამსა და ინდაურს შორის კვებითი თავისებურებების მიხედვით, უმაღლესი კატეგორიის დიეტოლოგი განმარტავს

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ზოგს მიაჩნია, რომ ინდაურის ხორცი ქათმის ხორცთან შედარებით უფრო დიეტური და ამასთან უფრო ხარისხიანი პროდუქტია, თუმცა რეალურად ასე არ არის, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი  ეკატერინა ბურლიაევა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.

„ქათმისა და ინდაურის ხორცში შემავალ ძირითად საკვებ ნივთიერებებში (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) განსხვავება პრაქტიკულად არ არის. კალორიულობის მიხედვით სხვაობა უმნიშვნელოა — 20-30 კილოკალორია. არც ვიტამინებსა და მინერალებშია განსხვავება. სხვაობა არის ამინომჟავების შემადგენლობაში: თუ შევადარებთ ქათმის მკერდსა და ინდაურის მკერდს, ქათამს უფრო მომგებიანი პოზიციები აქვს შეუცვლელი ამინომჟავების თვალსაზრისით. შეუცვლელი ამინომჟავები არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში და აუცილებლად საკვებით უნდა მოხვდეს“, — განმარტავს ექსპერტი.

ეკატერინა ბურლიაევამ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ფრინველის კანი გაცილებით ცხიმიანია, ვიდრე თავად ხორცი, ამიტომ ჭარბწონიანებმა მისი მიღება უნდა შეზღუდონ.

შესაწვევად გამზადებული ქათამი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2020
უნდა მიირთვათ თუ არა ქათმის ფილე: დიეტოლოგი განმარტავს

საკვები ნივთიერებების მაქსიმალურად შენარჩუნების მიზნით, სასურველია ფრინველის ხორცი გამოაცხოთ, ჩაშუშოთ ან ორთქლზე მოამზადოთ. შეწვაც შეიძლება, თუმცა სასურველია ზეთის გარეშე, მშრალ ტაფაზე.

დიეტოლოგის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ქათმის ან ინდაურის ხორცის ხარისხს განსაზღვრავს — ეს არის ის პირობები, რომელშიც ფრინველი გაიზარდა.

„არსებობს მოსაზრება, რომ ქათამი 2-3 თვეში იზრდება თითქოს დიდი რაოდენობით ჰორმონების შეყვანის გამო, ხოლო ინდაურში ჰორმონები არ შედის, ვინაიდან მას სხვაგვარად ზრდიან“, — ამბობს სპეციალისტი.

თუმცა, მისი თქმით, ფერმებში ქათმებიცა ინდაურებიც ერთნაირ პირობებში იზრდება და შესაბამისად, ხორცის ქიმიური შემადგენლობაც მსგავსია.

  • „ხორცის ეს მახასიათებლები დამოკიდებულია გამოზრდის პირობებზე, ეს არ არის ფრინველის თვისება“, — აღნიშნავს ბურლიაევა.

მანამდე იაპონელმა ექსპერტებმა დაადგინეს, თუ ქათმის რომელი ნაწილების ჭამა აყენებს ორგანიზმს ზიანს მათში შემავალი პარაზიტების გამო. 

ყველა ახალი ამბავი
0