კარტოფილის ნახარშზე სუნთქვა სახიფათოა ბავშვისთვის: ექიმი კომაროვსკი გაფრთხილებთ

CC BY 2.0 / Jeremy Keith / Pot of boiling waterადუღებული წყალი ქვაბში
ადუღებული წყალი ქვაბში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პედიატრმა ამ გავრცელებული ხალხური მეთოდის გამოყენება შვილების ქამრით ცემას შეადარა და განაცხადა, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში ის უნდა აიკრძალოს.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. მიიჩნევა, რომ კარტოფილის ნახარშის ცხელი ორთქლი ხსნის გაციების სიმპტომებს — ცხვირის გაჭედილობას, ლორწოვან გამონადენსა და სხვას, თუმცა ეს ხალხური მეთოდი მეტად სახიფათოა, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.

ბავშვები თოვლში - Sputnik საქართველო
მშობლებო, ნუ მიბაძავთ ველურებს! – დოქტორი კომაროვსკი გირჩევთ

მისი თქმით, კარტოფილის ნახარშის ინჰალაციის სახით გამოყენებას ხშირად სდევს სასუნთქი გზების დამწვრობა.

„თქვენ რომ ხედავდეთ, ამ ცხელი ინჰალაციების შემდეგ სასუნთქი გზების დამწვრობით რამდენი ბავშვი ხვდება საავადმყოფოებში, თმა ყალყზე დაგიდგებოდათ“, — აცხადებს ექიმი საკუთარ YouTube-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

კომაროვსკის თქმით, მკურნალობის ეს მეთოდი არაეფექტურია, მედიცინას მათი ქმედითობა არ დაუდასტურებია და, შესაბამისად, ის უნდა აიკრძალოს ცივილიზებულ ქვეყანაში.

„მშობელი, რომელიც აიძულებს ბავშვს, ისუნთქოს ცხელი კარტოფილი, ან ფეხებს უორთქლავს მას, იმ მშობელს ჰგავს, რომელიც შვილს ქამრით სცემს. მე, როგორც ექიმი, გეუბნებით: ეს არაეფექტურია. მედიცინას არ დაუდასტურებია ამ მეთოდების ეფექტურობა. ამგვარი პროცედურები ძალიან სახიფათოა დამწვრობის კუთხით. ცივილიზებულ ქვეყნებში ეს უნდა აიკრძალოს“, — ამბობს კომაროვსკი.

მანამდე პედიატრმა დაასახელა სხვა ხალხური მეთოდები, რომლებიც მხოლოდ „გამოქვაბულში შუაცეცხლთან მიმჯდარმა პითეკანთროპმა“ შეიძლება გამოიყენოს. ევგენი კომაროვსკიმ ასევე ჩამოთვალა ათი წესი, თუ როგორ უნდა აარიდოთ თავი სეზონურ გრიპებსა და რესპირატორულ დაავადებას და იხსნათ შვილები ინფექციებისგან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0