ჩილიმი სიგარეტზე ბევრად მავნებელია – ძალიან ცდებით, თუ პირიქით ფიქრობთ

CC0 / Pixabay / ახალგაზრდა კაცი ეწევა ჩილიმს
ახალგაზრდა კაცი ეწევა ჩილიმს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩილიმის მოწევა სიგარეტზე ბევრად მავნებელია, ვინაიდან ამ დროს ფილტვებში ისეთი ნაწილაკები ხვდება, რომლებიც სიგარეტის მოწევასაც კი არ ახლავს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ის, ვინც ჩილიმს მოწევის უსაფრთხო საშუალებად მიიჩნევს, ძალიან ცდება, აცხადებს ცნობილი ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი.

სიგარეტის მოწევის ამკრძალავი ნიშანი - Sputnik საქართველო
შეამოწმეთ საკუთარ თავზე: რა ხდება მოწევის „გადაგდების“ შემდეგ – მოკლე ეტაპები

მისი თქმით, რეალურად ჩილიმი სიგარეტზე ბევრად მავნებელია.

„სინამდვილეში, როდესაც ჩილიმს ვეწევით, მავნე ნივთიერებების იმ რაოდენობას შევისუნთქვათ, რამდენსაც ერთ-ნახევარი კოლოფი სიგარეტის მოწევისას შევისუნთქავდით“, — განმარტავს ექიმი.

სპეციალისტი აზუსტებს, რომ ჩილიმის მოწევამ, კვამლის წვრილდისპერსიული ნაწილაკების ინჰალაციის გამო, შეიძლება უმძიმესი დაავადება გამოიწვიოს.

  • „ჩილიმის მოწევისას ადამიანი კვამლთან ერთად ჩაისუნთქავს წვის მიკრონაწილაკებს და მთელი პერიოდის განმავლობაში (ნაფაზი) ფილტვებში ხდება მიკროწვა, რამაც შეიძლება ფილტვის კიბო გამოიწვიოს“, — ამბობს მიასნიკოვი.

ექიმი განმარტავს, რომ მოწევის უსაფრთხო ფორმა არ არსებობს — ჩიბუხები და სიგარებიც კი პირის ღრუს კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორია.

ყველა ახალი ამბავი
0