უფრთხილდით რკინა-დეფიციტს: იცოდეთ გამომწვევი მიზეზები და შედეგები

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ანალიზის აღება
სისხლის ანალიზის აღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმი ასახელებს მიზეზებს, რომელთა გამოც ორგანიზმში რკინის დონე ქვეითდება და ჩნდება ძალიან სერიოზული დაავადებები

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ადამიანის ორგანიზმში რკინის დაბალი შემცველობის მიზეზები შეიძლება სხვადასხვა დაავადებები იყოს, აცხადებს ექიმი-ჰემატოლოგი სერგეი ზახაროვი.

ანგინიანი ბიჭი - Sputnik საქართველო
პნევმონია ბავშვებში: როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები და როგორ მოვიქცეთ

რკინა არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ადამიანის ორგანიზმში. ის ასობით ცილოვანი მოლეკულისა და ფერმენტის აუცილებელი კომპონენტია. რკინის დეფიციტის ძირითადი გამოვლინება — ეს რკინადეფიციტური ანემიაა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ჯანმრთელობის მსგავის პრობლემა შეიძლება წარმოიშვას სისხლის სისტემატიური დაკარგვის გამო.

„სისხლი იკარგება, თუ ადამიანს, მაგალითად, აქვს ეროზია კუჭში. მაშინაც კი, თუ ადამიანი ამ ეროზიით დღეში ერთ წვეთ სისხლს კარგავს, ეს დროთა განმავლობაში რკინის დეფიციტს გამოიწვევს“, — ამბობს ექიმი.

ზახაროვის თქმით, რკინადეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკულმა ჰემოროიმ და დაბალი მჟავიანობის გასტრიტმა, ვინაიდან ამ დროს ორგანიზმში რკინის შეწოვა არ მოხდება.

გარდა ამისა, რკინის უკმარისობის მიზეზი შეიძლება გახდეს გრძელვადიანი დიეტა და ვეგეტარიანლობა, ასევე ონკოლოგიური დაავადებები.

რა შეიძლება გამოიწვიოს რკინის დეფიციტმა?

  • რკინის დეფიციტის შედეგად მკვეთრად ქვეითდება  შრომის  უნარი;
  • უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებასა და სხვა მენტალურ ფუნქციებზე;
  • ბავშვებში რკინა-დეფიციტური ანემია იწვევს ყურადღების კონცენტრირების უნარის დარღვევას, მეხსიერების, შემეცნების პრობლემებსა და სწავლის უნარის დაქვეითებას. ხშირია აგრეთვე  ქცევითი დარღვევების განვითარების რისკი;
  • რკინის დეფიციტი იწვევს  ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც ხელს უწყობს ვირუსული  თუ ბაქტერიული ინფექციებით ავადობის მაღალ სიხშირეს;
  • შეიძლება შეაფერხოს ნაყოფის მოტორული ან მენტალური ფუნქციის ნორმალური განვითარება;
  • რკინა-დეფიციტური ანემია ორსულობის პერიოდში აფერხებს ნაყოფის ზრდას და აჩენს ნაადრევი მშობიარობის რისკს.
ყველა ახალი ამბავი
0