თუ დაღლილი იღვიძებთ: დასახელდა ძილის საუკეთესო და მავნებელი პოზები

© Pixabay / ThomasWolterმძინარე ლომი დივანზე
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა ათასობით ადამიანზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოავლინეს ძილისთვის საუკეთესო და ასევე მავნებელი პოზები.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ბევრი ადამიანი ძილის შემდეგ დაღლილობას მაინც გრძნობს, პრობლემის მოგვარება კი შესაძლებელია ღამის დასვენების დროს კომფორტული პოზის შერჩევით, მიაჩნიათ მეცნიერებს.

მაღვიძარა - Sputnik საქართველო
დადგინდა ძილის იდეალური ხანგრძლივობა – თუ დიდხანს სიცოცხლე გსურთ

ნორვეგიელი და დანიელი მეცნიერების ჯგუფმა კვლევა ჩაატარა, რათა ძილისთვის იდეალური პოზა დაედგინათ. სკანდინავიელი ექსპერტების აზრით, მარცხენა მხარეს წოლისას ადამიანი კარგად იძინებს და დილაობით თავს შესანიშნავად გრძნობს.

ამის დასამტკიცებლად მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 20-დან 65 წლამდე ასაკის 1119 მამაკაცი და ქალი მონაწილეობდა. მეცნიერები ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მოხალისეთა მდგომარეობას. შედეგად აღმოჩნდა, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ძილის დროს სხეულის მდგომარეობასთან, და რომ მარცხენა მხარეზე წოლა ოპტიმალური პოზიციაა.

ვისთვის არის სასიკვდილოდ სახიფათო დღისით ძილი: ქვეყნდება კვლევის შედეგები>>

ამასთან ამერიკელმა სპეციალისტებმა კვლევებით დაადგინეს, ძილის რომელი პოზაა ყველაზე მავნე.

ექსპერიმენტმა აჩენა, რომ მუცელზე ძილი ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, ვინაიდან ამ დროს ადამიანი ვერ სუნთქავს მთელი მკერდით და თანაც უბუჟდება კისრის კუნთები, რაც მავნებელია სისხლძარღვებისთვის. გარდა ამისა, იდრიკება ზურგი, რის გამოც შინაგან ორგანოებზე ზეწოლა ძლიერდება. 

ყველა ახალი ამბავი
0