ამცირებს შენობაში კოვიდ-ინფიცირების რისკს: მეცნიერები ასახელებენ საყოფაცხოვრებო ნივთს

CC0 / Pexels / ჰაერის დამატენიანებელი
ჰაერის დამატენიანებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი მეცნიერების თქმით, კორონავირუსი, ისევე, როგორც სხვა ვირუსები, ზამთრობით უფრო იოლად გადაეცემა მშრალი ჰაერის პირობებში.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ჰაერის დამატენიანებლები ამცირებს კორონავირუსით ინფიცირების რისკს, ნათქვამია სამეცნიერო ჟურნალ Science Alert-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გერმანელმა მეცნიერებმა ანტიკორონავირუსული მცენარე აღმოაჩინეს

როგორც იელის უნივერსიტეტის (აშშ) იმუნობიოლოგი აკიკო ივასაკი აღნიშნავს, კორონავირუსი, ისევე, როგორც სხვა რესპირატორული დაავადებები, ზამთრობით უფრო იოლად გადაეცემა მშრალი ჰაერის პირობებში.

მეცნიერის თქმით, თუ ჰაერის ტენიანობა 40%-ზე ნაკლებია, მაშინ ვირუსებისთვის გზა თავისუფალია.

ვირჯინიის უნივერსიტეტის სწავლულმა ლინსი მარმა კი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას სწავლობს, აღნიშნა, რომ COVID-19-ით დაავადების რისკი დაბალია, როცა ჰაერის ტენიანობა 40–60%-ს შეადგენს. მეცნიერი გვირჩევს, გამოვიყენოთ ბინებში ჰაერის დამატენიანებლები, რათა ზამთარში ჰაერის ტენიანობის საჭირო დონე შევინარჩუნოთ.

„ვირუსს არ აქვს ასეთ პირობებში სიცოცხლის უნარი და თქვენი იმუნიტეტიც იმაზე უკეთ იმუშავებს, ვიდრე მაშინ, როცა ჰაერი მშრალია“, — აცხადებს ლინსი მარი.

ამასთან მეცნიერი გვირჩევს, არავითარ შემთხვევაში არ ავიყვანოთ სახლებში ტენიანობის მაჩვენებელი 65%-ზე ზემოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბინაში ობი გაჩნდება, რასაც ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანებისთვის, მით უმეტეს, ალერგიისადმი მიდრეკილებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0