თუ ეს სიმპტომები გქონდათ, ე.ი. COVID-19 გადაიტანეთ და არა სეზონური გრიპი

© AP Photo / Emrah Gurelკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსი ხშირად სეზონურ გრიპს ჰგავს თავისი მიმდინარეობით, შეიძლება COVID-19 იმაზე მეტ ადამიანს ჰქონდეს გადატანილი, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკითააა ცნობილი.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსს შეიძლება ასიმპტომური მიმდინარეობა ჰქონდეს, ან თავისი მახასიათებლებით ზედა სასუნთქი გზების სეზონურ რესპირატორულ ინფექციებს ჰგავდეს, აცხადებენ ექიმები.

COVID 19 - პანდემია - Sputnik საქართველო
მეცნიერები COVID-19-ის აქამდე უცნობ სიმპტომს ასახელებენ

ამიტომ, მათი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ COVID-19 იმაზე მეტ ადამიანს ჰქონდეს გადატანილი, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა გვამცნობს.

მედიკოსები განმარტავენ, რომ არსებობს სპეციფიკური სიმპტომები, რაც მიუთითებს, რომ ადამიანმა არა სეზონური გრიპით, არამედ კორონავირუსული ინფექციით იავადა (ან ავადობს).

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები რამდენიმე ასეთ „მსუბუქ“ სიმპტომს ასახელებენ.

ტკივილი მუცელში – ზოგ პაციენტში მუცლის ტკივილი შეიძლება დამოუკიდებელ სიმპტომად მოგვევლინოს, მაგრამ ზოგჯერ ის შეიძლება ფილტვის ქვედა ნაწილში პნევმონიის განვითარებაზე მიანიშნებდეს. ამიტომ ასეთ სიმპტომს ყურადღება უნდა მივაქციოთ.

დიარეა – ეს სიმპტომი ჩინელი მეცნიერების კვლევის შედეგების საფუძველზე გამოვლინდა. უჰანში პირველი 204 გამოკვლეული პაციენტიდან ნახევარს დიარეა აღმოაჩნდა.

ინიღბება COVID-19-ით: დასახელდა სიმპტომი, რომელიც რეალურად სხვა დაავადებებზე მეტყველებს>>

კონიუნქტივიტი – COVID-19-ით დაავადებულ ზოგ პაციენტს მსუბუქი ფოლიკულური კონიუნქტივიტი ემართება. ის შეიძლება გამოვლინდეს ჩასისხლიანებული თვალებით („წითელი თვალის“ სიმპტომი), თვალის მიდამოში წვის შეგრძნებით, ჩირქის დაგროვებით, რომელიც წამწამებს ეკრობა, თვალების ქავილით.

დაღლილობა – უჩვეულოდ ძლიერი დაღლილობის შეგრძნება ასევე შეიძლება კორონავირუსის სიმპტომი იყოს, თუ ეს გადამეტებული მუშაობის შედეგი არ არის.

მანამდე ბრიტანელი და კანადელი ექიმები წერდნენ, რომ კორონავირუსის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია ცნობიერების აღრევა. მათი თქმით, ეს სიმპტომი შეიძლება გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩეს პაციენტს.

ყველა ახალი ამბავი
0