წიწიბურამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ: დიეტოლოგი საყურადღებო მომენტს ასახელებს

CC0 / Pexels / წიწიბურა
წიწიბურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი და ძალიან სასარგებლო წიწიბურა შეიძლება მავნებელიც კი იყო, თუ ზოგ მომენტს არ გაითვალისწინებთ

თბილისი, 19 დეკემბერი ― Sputnik. პოპულარულმა დიეტოლოგმა ტატიანა რაზუმოვსკაიამ РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში წიწიბურის დადებით და უარყოფით თვისებებზე ისაუბრა.

წიწიბურას ფაფა - Sputnik საქართველო
დღეგრძელობის ცილა: დადგინდა წიწიბურის კიდევ ერთი საოცარი თვისება

მისი თქმით, წიწიბურა პრაქტიკულად უვნებელია: ის ხელს უწყობს წონაში კლებას, ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას (წიწიბურას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი) და უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას (პირველ რიგში მცენარეული ცილის გამო ― დაახლოებით 14 გრამი 10 გრამ პროდუქტზე) და ასევე შეიცავს ბევრს უჯრედისს, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს და ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები.

გარდა ამისა, წიწიბურა მრავალი ვიტამინისა (მათ შორის B და C ჯგუფების) და სასარგებლო ნივთიერებების წყაროა: იგი შეიცავს ნიკოტინის მჟავას, რკინის მარილებს (სასარგებლოა რკინადეფიციტური ანემიის დროს) და მაგნიუმს. ეს უკანასკნელი ადუნებს სისხლძარღვების კედლებს, რამაც შეიძლება წნევის შემცირება განაპირობოს.

წიწიბურა - Sputnik საქართველო
რატომ უნდა შევაყვაროთ პატარას წიწიბურა და როგორ მოვამზადოთ გემრიელი ფაფა

თუმცა, დიეტოლოგის თქმით, წიწიბურა შეიძლება საზიანო იყოს ორგანიზმისთვის, თუ საღამოს რაციონში ჩართავთ. ძილის წინ ეს ბურღულეული ზედმეტად დატვირთავს კუჭს და შებერილობის პროვოცირებას გამოიწვევს.

ამასთან ტატიანა რაზუმოვსკაია განმარტავს, რომ წიწიბურა ასევე საზიანო ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ მას კეფირთან, ცხიმიან ხორცთან ან თევზთან ერთად მიირთმევთ.

„თუ წონაში იკლებთ, ასეთ კომბინაციებს სჯობს თავი აარიდოთ. დანარჩენ შემთხვევაში  წიწიბურის დანამატები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს ― დაწყებული ბადრიჯნითა და სოკოთი, დამთავრებული კვერცხით“, ― აღნიშნა სპეციალისტმა.

მანამდე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წიწიბურის მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის „დღეგრძელობის ცილის“ — SIRT1-ის დონეს და ასევე აქვს მთელი რიგი პოზიტიური ეფექტები.

ყველა ახალი ამბავი
0