მიაქციეთ ყურადღება: დასახელდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული სიმპტომები

© Pixabay / naturalherbsclinicყელის ტკივილი
ყელის ტკივილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტებმა ის ნიშნები დაასახელეს, რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებაზე მიუთითებდეს.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. კისერზე უმტკივნეულო გამობურცულობა შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სიმპტომი იყოს, წერს გამოცემა Daily Express.

როგორც ცნობილია, ფარისებრი ჯირკვლის კიბო — კარცინომა ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელებულ ფორმად არ მიიჩნევა, თუმცა ბოლო ხანს ის რამდენადმე გახშირდა, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში. 

COVID 19-ით დაავადებული პაციენტი კლინიკაში გადაჰყავთ  - Sputnik საქართველო
შეიძლება იოლად გამოგეპაროთ: დასახელდა COVID-19-ის ყველაზე ადრეული სიმპტომი

ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძები და კიბო უმთავრესად ქალებს უვითარდებათ, ავთვისიანი კი უფრო მამაკაცებს შორის შეიმჩნევა. ფარისებრი ჯირკვლის ზოგი კარცინომა მემკვიდრეობითი ბუნებისაა.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს საწყის სტადიაზე კლინიკური სიმპტომატიკა თითქმის შეუმჩნეველია. გასათვალისწინებელია, რომ ხშირად ავთვისებიანი სიმსივნე ვითარდება ხანგრძლივი კეთილთვისებიანი ჩიყვის ფონზე.

გამოცემა Cancer Research UK სპეციალისტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ კისრის წინა ნაწილში გაჩენილი შესიება არის აუცილებელი მიზეზი ონკოლოგთან მისასვლელად.

გარდა ამისა, ფარისებრის ჯირკვლის კიბოს დაავადებაზე ასევე შეიძლება მიუთითებდეს:

  • ხანგრძლივი ხველა;
  • ყლაპვის პრობლემები;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ხმის ჩახლეჩა, რომელიც არ ასოცირდება გაციებასთან.

აქვე ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ კისერზე ამობურცულობის პრობლემებით ექიმთან მიმართვიანობის მხოლოდ ყოველი მე-20 შემთხვევა არის ხოლმე ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული სიმპტომი — უფრო ხშირად შესიება ნაკლებად სერიოზული დაავადებებით არის გამოწვეული.

 

ყველა ახალი ამბავი
0