სამი ეფექტური გზა გაციების სწრაფად დასამარცხებლად: ბრიტანელი ექიმი გირჩევთ

© Pixabay / 4330009გაციება
გაციება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა ბრიტანელმა თერაპევტმა და ტელეწამყვანმა ცივ სეზონზე გახშირებული გაციების საწინააღმდეგოდ საზოგადოებას სამი რეკომენდაცია მისცა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. არსებობს სამი ეფექტური საშუალება, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად დააღწიოთ თავი გაციებას, განაცხადა ბრიტანელმა ექიმმა და ტელეწამყვანმა სარა ჯარვისმა Express-სთან ინტერვიუში.

სანელებლები - Sputnik საქართველო
გაციება და სანელებლები: როგორ ვებრძოლოთ დაავადებას

მისი თქმით, პირველი საშუალება — ყელის სპრეია, რომელიც შეიძლება მიკრობებისგან დამცავ ბარიერად იქცეს.

„კვლევებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია ორჯერ შეამციროს გაციების სიმპტომების ხანგრძლივობა და დაავადების მიმდინარეობა მესამედით შეკვეცოს“, — განმარტა ჯარვისმა.

მეორე გზა, ექიმის რეკომენდაციით, არის „ექინაცეის“ გამოყენება. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ამ პრეპარატის ეფექტურობაზე ჩატარებულმა კვლევებმა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები გამოავლინა.

ექსპერტმა გაციების სიმპტომებისგან გათავისუფლების მესამე ეფექტურ გზად C ვიტამინის ან მისი შემცველი საკვების მიღება დაასახელა, იქნება ეს ციტრუსები, წიწაკა, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო თუ კარტოფილი.

მანამდე გაციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდად საკვებში სანელებლების გამოყენება დასახელდა. ცნობილი გახდა, რომ სანელებლებით შესაძლებელია გამათბობელი სასმელების მომზადებაც, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამსუბუქებს უკვე დაწყებული დაავადების სიმპტომებსაც.

ყველა ახალი ამბავი
0