ჯანმრთელი ორსულობა: დასახელდა შვიდი აუცილებელი ვიტამინი მომავალი მშობლებისთვის

© Pixabay / Pixabayოჯახი
ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი პროფესორის თქმით, ჩამოთვლილი ვიტამინების ნაკლებობას სექსუალური ლტოლვის დაქვეითება და უნაყოფობაც კი შეიძლება მოჰყვეს როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

როგორ უნდა იკვებებოდნენ, რა ვიტამინები და მიკროელემენტებია აუცილებელი მომავალი დედებისთვის და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მამაკაცებმა, რომ არ დაკარგონ სექსუალური ლტოლვა და მამაკაცური ძალა, პროფესორი, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი ელენა ანდრეევა განმარტავს.

ორსული ქალი - Sputnik საქართველო
ხმაურის საფრთხე ორსულებისა და ნაყოფისთვის: მეცნიერები დასკვნას აქვეყნებენ

მისი თქმით, ჯანმრთელი ბავშვის დაბადება დიდწილად მშობლების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. არასწორ კვებას შეიძლება სასქესო ჰორმონების გამომუშავების დარღვევა მოჰყვეს და სავალალო შედეგები მოიტანოს — დაწყებული სექსუალური ლტოლვის დაქვეითებით, დასრულებული უნაყოფობით — როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

მათთვის, ვინც აპირებს გახდეს მშობელი, უნდა ახსოვდეს სამი უმნიშვნელოვანესი პროდუქტი: მარილი, შაქარი და ცხოველური ცხიმები.

მოხმარების დღიური ნორმა:

მარილი — 5 გრამამდე (1 ჩაის კოვზი);

შაქარი — 55-60 გრამამდე (5 სუფრის კოვზი) მამაკაცებისთვის, 50 გრამამდე (4 სუფრის კოვზი) — ქალებისთვის;

ცხოველური ცხიმების ნორმა განისაზღვრება 1.4-2.2 გრამით ადამიანის 1 კგ წონაზე, რაც მხოლოდ 63-158 გრამს შეადგენს. თუ თქვენ მძიმე ფიზიკური შრომა გიწევთ, გარეთ კი ცივა, მაშინ შეგიძლიათ ზედა მაჩვენებელი „გადალახოთ“.

ორსული ქალი მინდორში - Sputnik საქართველო
რა ეკრძალებათ ორსულ ქალებს: ხალხური ცრურწმენები და მეცნიერული ახსნა

ჯანმრთელი ორსულობის ანბანი

გადაწყვიტეთ ბავშვის გაჩენა? ამაში არა მარტო ერთმანეთის სიყვარული, არამედ ვიტამინები და მიკროელემენტებიც დაგეხმარებათ.

ვიტამინი A — მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონ პროგესტერონის სინთეზში, რომელიც ორსულობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. მისი უკმარისობის შემთხვევაში მამაკაცებს შეიძლება სპერმატოზოიდების განვითარების პრობლემები შეექმნათ და ამასთან ლიბიდოც (სქესობრივი ლტოლვა) დაუქვეითდეთ, ქალებს კი უნაყოფობა ემუქრება.

A ვიტამინის ძირითადი წყაროა: კარაქი, კვერცხის გული, ღვიძლი.

ვიტამინი E — ორგანიზმში ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს მამაკაცებში სპერმის წარმოქმნის შემცირებას, ქალებში კი საშვილოსნოს დისფუნქციას, ასევე ხელს უწყობს ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას.

E ვიტამინის ძირითადი წყაროა: მცენარეული ზეთები, რძე, კვერცხი.

C ვიტამინი — ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვის. ეს არის სპერმის აქტივობის (გადაადგილების) საწინდარი, რაც ზრდის განაყოფიერების შანსს. ქალებისთვის C ვიტამინი ზრდის ჩასახვის შესაძლებლობას, ორსულობის დროს კი ამცირებს მუცლის მოშლისა და გართულებების რისკს.

ვიტამინები - Sputnik საქართველო
შიზოფრენიის წინაპირობა: ვიტამინი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღონ ორსულებმა

C ვიტამინის ძირითადი წყაროა: შავი მოცხარი, ასკილი, ხურტკმელი, ციტრუსები.

თუთია, მანგანუმი, სელენი — ამ ელემენტების ნაკლებობამ შეიძლება ორსულობის მრავალი გართულება გამოიწვიოს, მათ შორის მუცლის მოშლა, ტოქსიკოზი, ნაყოფის ზრდის შეფერხება და ნერვული მილის (ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის ჩანასახი) განვითარების დეფექტების ალბათობის მატება.

პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით თუთიას, მანგანუმსა და სელენს შეიცავს, არის: მწვანე ბოსტნეული ფოთლებით, ხორცი და სუბპროდუქტები, მარცვლეული და პარკოსნები, კაკალი, მცენარეული ზეთები, კვერცხი, ზღვის პროდუქტები.

ფოლიუმის მჟავა — მონაწილეობს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების სინთეზში, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის განვითარებაში. ფოლიუმის მჟავის უკმარისობამ ჩასახვის წინა პერიოდსა და ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეიძლება ნაყოფის ნერვული სისტემის თანდაყოლილი დეფექტები გამოიწვიოს.

ფოლიუმის მჟავის ძირითადი წყაროა: პარკოსნები, ისპანახი, სატაცური და სალათის ფოთლები.

ორსული ქალი - Sputnik საქართველო
როგორი დიეტა არ არის სახიფათო ორსულებისთვის – ამერიკელი მეცნიერების კვლევა

პოლიუჯერი ცხიმმჟავები — ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს მომავალი ბავშვის ნერვული სისტემის სწორად განვითარებას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოვულაციაში, განსაკუთრებით კვერცხუჯრედის გამოსვლის პროცესში და განაყოფიერებისთვის მზადყოფნაში.

ძირითადი წყაროებია: ხორბლის ნასკვის ზეთები, სელის ზეთი, მზესუმზირა, სოიო, არაქისი, ნუში, ავოკადო, ზღვის თევზი.

იოდი — ორსულობის დროს მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით, პირველ ექვს თვეში. თუ მომავალი დედა არ იღებს იოდით გაჯერებულ საკვებს, ეს შეიძლება გახდეს ბავშვის სერიოზული პათოლოგიების მიზეზი, მაგალითად, ისეთი დაავადებისა, როგორიცაა კრეტინიზმი, რომელსაც გონებრივი ჩამორჩენა, სიყრუე, მეტყველების დარღვევები და ფიზიკური განვითარების შეფერხება ახასიათებს.

იოდს შეიცავს ზღვის პროდუქტები და იოდიზირებული მარილი.

ყველა ახალი ამბავი
0