როგორ აღვიდგინოთ ყნოსვა COVID-19-ის შემდეგ: მარტივი ხერხი პარფიუმერისგან

CC0 / Pixabay / ახალგაზრდა ქალი ისხამს სუნამოს
ახალგაზრდა ქალი ისხამს სუნამოს - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სუნების სპეციალისტი“ ასახელებს მეთოდს, რომელიც ეფექტურად დაეხმარება კორონაგადატანილ ადამიანებს ყნოსვის აღდგენაში.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. პროფესიონალი პარფიუმერების ზოგი ხერხი დაეხმარება COVID-19 გადატანილ ადამიანებს, დაიბრუნონ სუნების აღქმა, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ექსპერტმა ვერონიკა ბრუხოვეცკაიამ.

COVID 19-ით დაავადებული პაციენტი კლინიკაში გადაჰყავთ  - Sputnik საქართველო
შეიძლება იოლად გამოგეპაროთ: დასახელდა COVID-19-ის ყველაზე ადრეული სიმპტომი

ექსპერტის თქმით, ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომად მიიჩნევა. ზოგ ადამიანს სუნების აღქმის უნარი რამდენიმე დღეში აღუდგება, სხვებისთვის კი ეს პროცესი თვეების განმავლობაში იწელება. ამასთან, ადამიანები შეიძლება სუნის დამახინჯებულ შეგრძნებას უჩიოდნენ. ასეთ შემთხვევაში დაგეხმარებათ ტექნიკა, რომელსაც პარფიუმერები ყნოსვითი მეხსიერების გასავარჯიშებლად იყენებენ.

„საჭიროა ივარჯიშოთ არომატების შესწავლაზე — თუნდაც უცნობზე. თუმცა ახლა ჯობს ეს უკვე ნაცნობ და ჩვეულ სუნებზე გააკეთოთ. გამოდგება ყველაფერი, რასაც სამზარეულოში მოიძიებთ: ფორთოხალი, მანდარინი, სანელებლები, მუსკატის კაკალი, დარიჩინი და ა.შ. დღის განმავლობაში აიღეთ და დაყნოსეთ ისინი, თან გაიხსენეთ, როგორი სუნი აქვთ მათ და ყურადღება მიაქციეთ აღძრულ განცდებს. ასე ვითარდება ყნოსვითი მეხსიერება. თუ კორონავირუსის დროს ყნოსვა დაკარგეთ, სწორედ ამ გზით შეგიძლიათ ტვინის ნეირონული ქსელები აღადგინოთ, რაც სუნების აღქმის აღდგენაშიც დაგეხმარებათ“, — განმარტა პარფიუმერმა.

მისი თქმით, ყნოსვის დაკარგვა ძალიან უსიამოვნო, თუმცა მაინც ასატანი მომენტია ადამიანთა უმეტესობისთვის. აი, პროფესიონალებისთვის კი აუცილებელი სამუშაო ინსტრუმენტის დაკარგვას ნიშნავს. იმისათვის, რომ ასეთ სიტუაციაში არ მოხვდნენ, პარფიუმერები დაცვის საკუთარ მეთოდს იყენებენ.

ბრუხოვეცკაიას განმარტებით, „ეს მოითხოვს მეტ ურთიერთქმედებას ეთერზეთებთან, რომლებიც კარგი საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად და პროფილაქტიკისთვის“.

 

ყველა ახალი ამბავი
0