იწვევს შეუქცევად სიყრუეს: ცნობილი ექიმი სახიფათო მედიკამენტებს ასახელებს

© Pexels / Artem Podrezექიმი ხელში წამლის კაფსულით
ექიმი ხელში წამლის კაფსულით - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარულმა ექიმმა და ტელეწამყვანმა დაასახელა ის მედიკამენტები, რომლებიც ერთგვარად „კრეჭს“ სმენის რეცეპტორებს და სიყრუეს იწვევს.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ანტიბიოტიკების ზოგ სახეობას შეუქცევადი სიყრუის პროვოცირება შეუძლია, განაცხადა ცნობილმა რუსმა ექიმმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრ მიასნიკოვმა.

ექიმი - Sputnik საქართველო
დაუშვებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს: დასახელდა პროდუქტები

ექიმმა კონკრეტული პრეპარატიც დაასახელა და ასევე აღნიშნა, რომ ზოგი მედიკამენტი ისე მოქმედებს სმენის რეცეპტორებზე, თითქოს „კრეჭს“ მათ და ამით სიყრუეს იწვევს.

„არსებობს მთელი რიგი ანტიბიოტიკები — საკმაოდ ძველი, მაგრამ კვლავაც აქტიურები, რომელთა გამოყენებაც აშკარა სიყრუეს იწვევს. ეს არის ამინოგლიკოზიდების ჯგუფის პრეპარატი გენტამიცინი და ასევე მრავალი სხვა მედიკამენტი. ისინი ოტოტოქსიკურია [და ისე მოქმედებს,] როგორც გასროლა ყურთან“, — აღნიშნა ექიმმა.

გარდა ამისა, სმენის დაკარგვა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა შარდმდენმა საშუალებებმა, როგორიცაა ფუროსემიდი. ასეთი პრეპარატები გავლენას ახდენს სმენის ნერვზე და შეუქცევადი სიყრუის გამოწვევა შეუძლია.

ექიმის თქმით, ყურში ასეთივე ნეგატიური ცვლილებების პროვოცირება ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებსაც.

მიასნიკოვმა განმარტა, რომ ანტიბიოტიკების მიღებისას საჭიროა მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების კარგად გააზრება და ეს მხოლოდ ექიმმა უნდა გააკეთოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0