არ ჭამოთ, თუ COVID-19 გაქვთ: ექიმი ასახელებს აკრძალულ პროდუქტებს

გამოწერა
ექიმი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობს, ასახელებს პროდუქტებს, რომლებიც COVID-19-ით დაავადებულებმა არ უნდა მიიღონ

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. იმ პაციენტებმა, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ, ორგანიზმში წყლისა და მარილების ბალანსზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, აცხადებს ექიმი–თერაპევტი ფილიპ კუზმენკო.

პრეპარატები და თერმომეტრი - Sputnik საქართველო
არ ჭამოთ, როცა სიცხე გაქვთ: დასახელდა აკრძალული პროდუქტები

მისი თქმით, COVID-19–ით დაავადებულებმა, პირველ ყოვლისა, უარი უნდა თქვან ისეთი საკვების მიღებაზე, რომელიც ამ ბალანსს არღვევს.

„არ შეიძლება დიდი რაოდენობით ისეთი პროდუქტების მიღება, როგორებიცაა: დამარილებული თევზი, კიტრის მწნილი და ა.შ. ამის ნაცვლად სჯობს სვათ უფრო მეტი წყალი“, — ამბობს ექიმი.

ამასთან, მისი თქმით, ასევე უნდა შეიზღოდის ალკოჰოლიც, ვინაიდან სწორედ სპირტიანი სასმელები უწყობს ხელს ორგანიზმის გაუწყლოებას.

კუზმენკო ხაზს უსვამს, რომ, გარდა ორგანიზმის გაუწყლოებისა, მარილიანი საკვები სისხლსაც ასქელებს, რაც ძალიან მავნებელია კორონავირუსის დროს.

თერაპევტი ამბობს, რომ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლას ხელს უწყობს ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0