უნდა შევწყვიტოთ თუ არა ვირუსებისა და COVID-19-ის დროს ჰორმონალური პრეპარატების მიღება

© Sputnik / Levan Avlabreliროგორ მზადდება წამლები და ანტიბიოტიკები საქართველოში
როგორ მზადდება წამლები და ანტიბიოტიკები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ექიმი განმარტავს, შეიძლება თუ არა განვაგრძოთ ჰორმონალური პრეპარატების მიღება ვირუსული ინფექციების, ასევე COVID-19-ის ფონზე.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ჰორმონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც გავლენას ახდენს მთელი ორგანიზმის მუშაობაზე, აცხადებს ექიმ-ენდოკრინოლოგი, მეან-გინეკოლოგი სვეტლანა ბოტაშევა რადიო Sputnik-ის ეთერში. 

მისი თქმით, ესტროგენის, კორტიზოლის, D ვიტამინის, ტესტოსტერონის, პროგესტერონის, მელატონინის და სხვა ჰორმონების ნაკლებობა ან სიჭარბე გავლენა ახდენს როგორც ადამიანის გარეგნობაზე, ისე მის თვითშეგრძნებაზე.

გლუკომეტრი დიაბეტის მაჩვენებლის გასაზომად - Sputnik საქართველო
არ გამოგეპაროთ დიაბეტი: ექიმები რვა წინმსწრებ ნიშანს ასახელებენ

„მაგალითად, მნიშვნელოვანი ჰორმონი კორტიზოლი სტრესის ჰორმონია. მისი მატების დროს ორგანიზმში სისხლის მიწოდება უარესდება, იწყება თმის ცვენა, სახის კანზე და სხეულზე ჩნდება ჰიპერპიგმენტაცია, იმუნიტეტი საგრძნობლად ქვეითდება“, — განმარტავს ენდოკრინოლოგი.

ექიმი კატეგორიულად კრძალავს ჰორმონების თვითნებურად მიღებას — რომელი ჰორმონი აკლია ორგანიზმს და რომელი ჭარბობს, ეს მხოლოდ ექიმმა უნდა განსაზღვროს სისხლის ანალიზით და მკურნალობაც მან უნდა დანიშნოს.

„ჰორმონების თვითნებური მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის ფაქტობრივად ყველა ფუნქციას აკონტროლებს. მათ ნაკლებობას ან სიჭარბეს ძლიერი დარღვევა შეუძლია გამოიწვიოს ამა თუ იმ სისტემაში. გარდა ამისა, ჰორმონალური პრეპარატების დანიშვნა ყველასთვის არ შეიძლება — შეიძლება ამან უკუჩვენება გამოიწვიოს. არის პროცესები, როდესაც სისხლი სქელდება და დამატებითი ჰორმონები კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევით“, — დასძენს სპეციალისტი.

ამასთან ენდოკრინოლოგმა განმარტა, შეიძლება თუ არა ჰორმონალური პრეპარატების მიღება გაციების ან ვირუსული დაავადებების ფონზე, მათ შორის COVID-19-ის დროს, რომლის ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება სისხლის შედედების დარღვევა იყოს.

არ ჭამოთ, როცა სიცხე გაქვთ: დასახელდა აკრძალული პროდუქტები>>

„არსებობს ჰორმონების მიღების გარკვეული სქემები — მათი მიღების მკვეთრად შეწყვეტა არ შეიძლება, მათ შორის არც კოვიდის ფონზე. თუ აუცილებელია, დოზა სწორად უნდა შემცირდეს. ამისთვის ენდოკრინოლოგის კონსულტაციაა საჭირო“, — ამბობს ბოტაშევა.

მისი თქმით, ჰორმონებისა და სისხლის გამათხევადებელი პრეპარატების ერთდროული მიღებაც ასევე ექიმმა უნდა გადაწყვიტოს — სისხლის ანალიზის საფუძველზე.

ყველა ახალი ამბავი
0