01:45 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (280)
210 0 0

ცნობილი ფიტნეს-მწვრთნელი ირწმუნება, რომ ის, ვინც მის მიერ შედგენილ სქემას იცავს, რამდენიმე კვირაში 9 კილოგრამს იკლებს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. გახდომის მსურველებმა ნოყიერად და მაძღრისად უნდა ისაუზმონ, რათა გონივრულად აკონტროლონ მადა, აცხადებს სერტიფიცირებული ფიტნეს–მწვრთნელი აარონ ბრაუნი და ასახელებს იმ კერძებს, რომელთა საუზმეზე მირთმევაც ხელს უწყობს წონაში კლებას, წერს გამოცემა Express.

ბრაუნმა გახდომისთვის იდეალური საუზმის სამი ვარიანტი აღწერა. აქედან პირველში შედის: რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, ძროხის ხორცი და თეთრი თევზი. მწვრთნელის თქმით, უცხიმო, ცილებით მდიდარი საკვები სწრაფად აცხრობს შიმშილს და აღკვეთს ზედმეტ ჭამას.  

მეორე ვარიანტი ითვალისწინებს პროდუქტებს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, ჯანმრთელ ცხიმებსა და უჯრედისს. ასეთებია, მაგალითად, ორაგულის ოჯახის თევზეული, კვერცხი, ხილი და ბოსტნეული.

რაც შეეხება საუზმის მესამე ვარიანტს, ეს არის კვერცხის კერძები, რომლებიც მზადდება ავოკადოსთან, ცხიმიან თევზთან, ისპანახთან, სოკოსთან ან ბოსტნეულთან ერთად.

კვერცხი „ბენედიქტი“ – განსხვავებული და ნოყიერი საუზმე: დეტალური რეცეპტი>>

ეყრდნობა რა კვლევების შედეგებს, ბრაუნი ირწმუნება, რომ დღის რაციონის უდიდესი ნაწილის საუზმეზე მიღება ამცირებს შიმშილის გრძნობას და ხელს უწყობს წონაში კლებას.

„ექსპერიმენტის მონაწილეებმა, რომლებიც ასეთ სქემას იცავდნენ, 12 კვირაში დაახლოებით 9 კილოგრამი დაიკლეს. ხოლო მათ, ვინც საკვების ძირითად ულუფას სადილზე იღებდნენ, მხოლოდ 3,5 კილოგრამით შეძლეს გახდომა“, — აღნიშნა ფიტნესის მწვრთნელმა.

ბრაუნის თქმით, კალორიების სადღეღამისო ნორმის 50% უნდა მოდიოდეს საუზმეზე, 30% — სადილზე, ხოლო დანარჩენი — ვახშამზე.

 

თემები:
სასარგებლო რჩევები (280)

მთავარი თემები