კეტოგენური დიეტა – რა უნდა ვიცოდეთ კვების ამ რეჟიმზე

გამოწერა
კეტოგენური დიეტა ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა წონაში კლების ამ მეთოდს არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი მხარეებიც აქვს და მათ შესახებ კეტო-დიეტის დაცვის მსურველებმა აუციელებლად უნდა იცოდნენ.

რა არის კეტოგენური დიეტა და როგორ მუშაობს ის, ამაზე „Sputnik–საქართველოსთან“ ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი თინათინ კაჭარავა საუბრობს.

© photo: courtesy of Tinatin Katcharavaექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა
კეტოგენური დიეტა – რა უნდა ვიცოდეთ კვების ამ რეჟიმზე - Sputnik საქართველო
ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა

კეტოგენური, იგივე კეტო-დიეტა გულისხმობს საკვებ რაციონში ნახშირწყლების მინიმუმამდე შემცირებას. აქ 70% მოდის ცხიმებზე, 25% ეთმობა ცილებს, ხოლო დანარჩენ 5%-ს იკავებს ნახშირწყლები. ცნობილია, რომ ჩვენი ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს ნახშირწყლებს, ხოლო კეტოგენური რეჟიმის დროს ენერგიის ძირითადი წყარო ხდება ცხიმი, კონკრეტულად კი ცხიმის წვისგან მიღებული კეტონური სხეულები. ორგანიზმი ამ დროს იწყებს აქტიურ ცხიმის წვას, რასაც კეტოზი ჰქვია. თუმცა რაოდენ მომხიბვლელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს ტერმინი,  კეტო-დიეტას თან ახლავს არაერთი გვერდითი მოვლენა.

© rawpixel.comწონაში დაკლება
კეტოგენური დიეტა – რა უნდა ვიცოდეთ კვების ამ რეჟიმზე - Sputnik საქართველო
წონაში დაკლება

რისგან შედგება კეტოგენური რაციონი?

კეტო კვების დროს რაციონი გაჯერებულია ძირითადად ცხიმოვანი საკვებით. ამ დროს დაშვებულია: რძის პროდუქტები ცხიმის მაღალი შემცველობით, კვერცხი, ნებისმიერი ხორცეული, თევზი და ზღვის პროდუქტები, მწვანე ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, სოკო, თხილეული, მცენარეული ზეთი, ნაღების კარაქი, ხილიდან – კენკროვნები და ავოკადო. რაციონის მთავარი პრინციპი კი არის პროცენტული ბალანსის დაცვა: 70% – ცხიმი, 25% – ცილა და 5% – ნახშირწყლები. აქვე აღვნიშნავ, რომ კალორაჟის კონტროლი აუცილებელია კეტო-დიეტის დროსაც.

რატომ ირჩევენ ადამიანები ამ დიეტას?

პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ბევრი კეტო-დიეტას პოპულარულობის გამო იცავს და თან ისე, რომ არ აქვს გაანალიზებული შესაძლო გვერდითი მოვლენები. ზოგადად ინფორმაციაც ამ საკითხზე არასაკმარისია.

ვარჯიში სპორტდარბაზში - Sputnik საქართველო
პოპულარული გამაჯანსაღებელი დიეტა სახიფათო აღმოჩნდა: მეცნიერთა დასკვნა

რა დადებითი და უარყოფითი მხარები აქვს კვების ამ რეჟიმს?

დადებით მხარეებს რაც შეეხება, ყველაზე ხშირად, რასაც ამ დროს აღნიშნავენ პაციენტები, არის ის, რომ მათ პრაქტიკულად არ შივდებათ. ამ ტიპის რეჟიმის დროს რეგულირდება ჰორმონ ინსულინის დონე. ინსულინი არის ანაბოლური (მაშენებელი) ჰორმონი, რომელიც იწვევს მადის გაძლიერებას, შესაბამისად, ამ ტიპის კვების დროს ხდება მადის დაქვეითება, წონაში კლება კი მიმდინარეობს ცხიმების ხარჯზე და თან ნაკლებად ხდება კუნთური მასის შემცირება.

ამავე დროს კეტოგენურ კვებას შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს ყაბზობა (შეკრულობა), სიმძიმე კუჭ-ნაწლავის არეში, გულისრევის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, რომელიც მიკრო-, მაკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტის ფონზე შეიძლება განვითარდეს. რადგან აღნიშნული კვების რეჟიმის დროს უფრო მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა ღვიძლს და თირკმელებს, ამიტომ შესაძლებელია მოხდეს მათი ფუნქციის დარღვევა, ასევე გვერდით მოვლენას მიეკუთვნება ორგანიზმში ე.წ. ცუდი ქოლესტერინის მატება. ადამიანები, რომლებიც იწყებენ ამ დიეტას, მალევე გრძნობენ ძლიერ სისუსტეს, თავბრუსხვევას, კუნთების ტკივილს, არტერიული წნევის დაქვეითებას.

ონკოდაავადებული  - Sputnik საქართველო
დადგინდა დიეტა, რომელიც კიბოსთან ბრძოლის ეფექტს ზრდის: რა უნდა მიირთვათ ქიმიოთერაპიისას

ვისთვის არის კატეგორიულად აკრძალული კეტო-დიეტის დაცვა?

კეტო რეჟიმის დაცვა არ შეიძლება ორსულებისთვის და ლაქტაციაში მყოფი ქალებისთვის. აკრძლულია ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანისთვის (დიაბეტი, გულის უკმარისობა და ა.შ.), მისი დაცვა ასევე კატეგორიულად აკრძალულია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.

ქართული ტრადიციული სამზარეულო რამდენად არის ახლოს კეტო-რეჟიმთან?

ქართული სუფრა მდიდარია არა მარტო ცხიმიანი საკვებით, არამედ ნახშირწყლებითაც და მათი მიღება ხშირად ერთად ხდება, თანაც, როგორც წესი, დიდი ულუფებით და არა იმ პროცენტული გადანაწილებით, რაზეც დასაწყისში ვისაუბრეთ. ამავე დროს მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ კვების ნებისმიერი ტიპის დროს მხოლოდ რაციონს არ ენიჭება უპირატესობა, აუცილებელია კალორაჟის და კვების ჯერადობის კონტროლი.

დიეტა - Sputnik საქართველო
იაპონური დიეტა: როგორ გავხდეთ ორ კვირაში

წელიწადის რომელ დროს არის უფრო მოსახერხებელი კეტოგენური დიეტის დაცვა?

სეზონურ უპირატესობებზე თუ ვისაუბრებთ, ზაფხულში ნაკლებ სასურველი იქნება აღნიშნული ტიპის რეჟიმის დაცვა, რადგან ზაფხული მდიდარია მრავალფეროვანი სეზონური ხილით და ბოსტნეულით, რომლებიც ძალიან საჭიროა ჯანმრთელობისთვის. ხოლო წელიწადის ცივ დროს, როცა არ ვართ განებივრებული ხილ-ბოსტნეულის მრავალფეროვნებით, თან ორგანიზმს მეტი ცხიმი სჭირდება გასათბობად ზამთრის სეზონზე, კეტო-დიეტის დაცვა უფრო მოსახერხებელია.

და ბოლოს, მინდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ არ არსებობს ყველასთვის მორგებული არც კვების ტიპი და არც კვების რაციონი, რადგან ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ნივთიერებათა ცვლით.

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0