კოღოს დასაფრთხობად და ნაკბენის სწრაფად მოსაშუშებლად: რამდენიმე მარტივი და გამოცდილი რჩევა

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიკოღო
კოღო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისთვის, რომ აბეზარმა და სისხლისმწოველმა კოღოებმა ზაფხული არ ჩაგაშხამოთ, გთავაზობთ რამდენიმე მარტივ, ძალიან ეფექტურ და გამოცდილ მეთოდს მათ დასაფრთხობად

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა კოღოებზე კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ეს მწერები იმახსოვრებენ და გაურბიან სუნებს, რომლებიც საფრთხესთან ასოცირდება, წერს სამეცნიერო ჟურნალი Current Biology და აღნიშნულ კვლევას აქვეყნებს. 

კოღო - Sputnik საქართველო
მეცნიერებმა კოღოები დაამარცხეს: მიგნებულია მეთოდი კბენის თავიდან ასაცილებლად

ამერიკელი ბიოლოგები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა საშუალებას მისცემს მათ, შექმნან საშიში დაავადებების გადამტან კოღოებთან ბრძოლის ეფექტური საშუალება. 

მაგრამ მანამდე, იმისთვის, რომ აბეზარმა და სისხლისმწოველმა კოღოებმა ზაფხული არ ჩაგაშხამოთ, გთავაზობთ რამდენიმე მარტივ, ძალიან ეფექტურ და გამოცდილ მეთოდს მათ დასაფრთხობად. 

ლიმონი მიხაკით

გაჭერით ლიმონი და ჩაარჭეთ მათში მიხაკის მარცვლები. დაილაგეთ ისინი საწოლთან და ფანჯარა თამამად გამოაღეთ. სასიამოვნო სურნელი და კოღოების სრული კაპიტულაცია–გაქცევა გარანტირებულია. 

© FL/ Niklas Morbergლიმონი და მიხაკის მარცვლები კოღოებს ეფექტურად ებრძვის
კოღოს დასაფრთხობად და ნაკბენის სწრაფად მოსაშუშებლად: რამდენიმე მარტივი და გამოცდილი რჩევა  - Sputnik საქართველო
ლიმონი და მიხაკის მარცვლები კოღოებს ეფექტურად ებრძვის

მიხაკის მარცვლები გაუჭრელ ლიმონშიც შეგიძლიათ ჩაარჭოთ და ლამაზი ბაფთით ჭაღზე ჩამოჰკიდოთ. ამბობენ, რომ ეს ხერხიც ეფექტურია.

ვფიქრობთ, იმის განმარტება, რომ მიხაკის მარცვლები ლამის ყველა ნაბიჯზე იყიდება, არ გჭირდებათ. 

არომატული ზეთები

კოღოების წინააღმდეგ ბრძოლაში უებარი ეფექტი აქვს ლავანდის, კატაბალახას, ევკალიპტის, ნემსიწვერას (герань), ანისულის, პიტნის, ქონდრის, ჩაის ხის, ქაფურის დაფნის, კედრის არომატულ ზეთებს. ნუ შეგაშინებთ ჩამონათვალი. ეს არომატული ზეთები ყველა ჰიპერმარკეტში იყიდება.

გამოყენების ხერხები:

  • დაასველეთ ბამბის ქულა რომელიმე ამ ზეთით და მოათავსეთ ის ან ფანჯრის რაფაზე ან სასთუმალთან, ბალიშის სიახლოვეს.
  • შეურიეთ აქედან რომელიმე ზეთი ტანის კრემს და წაისვით სამოსით დაუფარავ ადგილებზე.

ოთახის ყვავილები 

მალარიის კოღო - Sputnik საქართველო
სეზონი ახლოვდება: გადააქვთ თუ არა კოღოებს COVID-19 – მეცნიერები განმარტავენ

პიტნა, მირტი, როზმარინი და ნემსიწვერა — ეს მცენარეები ძლიერი არომატის წყალობით ეფექტურად აფრთხობს კოღოებს. კიდევ უფრო ძლიერმოქმედი საშუალება მათ წინააღმდეგ – ეს პომიდვრის (ტომატის) ფოთლებია. 

გირჩები და ღვია 

თუ ბუნებაში გახვედით დასასვენებლად და კოღოები შემოგესივნენ, მოძებნეთ გირჩები და ღვია, ჩაყარეთ ისინი კოცონში და მშვიდად განაგრძეთ დასვენება. კოღოები ვერ იტანენ დამწვარი გირჩებისა და ღვიის სუნს. 

თუ ჩვენმა რჩევებმა თქვენამდე გვიან მოაღწია და კოღოებმა უკვე მოასწრეს თქვენი დაკბენა:

  • აიღეთ ხახვი, გაჭერით შუაზე და სველი მხრით დაიდეთ ნაკბენზე; ~
  • დაჭყლიტეთ ნივრის კბილი და გააზავეთ ცოტაოდენ წყალში. დაასველეთ მასში რამე ნაჭერი და დაიდეთ ნაკბენზე;
  • გაჭერით ლიმონი, გამოწურეთ წვენი, დაასველეთ ბამბა და წაისვით ნაკბენზე;
  • ერთი ჩაის კოვზი სოდა გახსენით 200 მლ წყალში, დაასველეთ ბამბა და წაისვით ნაკბენზე და მის გარშემო. სოდიანი წყალი არა მარტო კოღოს, არამედ სხვა მწერის ნაკბენსაც აშუშებს;
  • დაფხვენით რამდენიმე აბი ასპირინი და გახსენით იმდენ წყალში, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. დაიდეთ ნაკბენზე და დაიტოვეთ მანამ, სანამ კარგად არ გაშრება. თუმცა მანამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ასპირინზე ალერგია არ გაქვთ.  
ყველა ახალი ამბავი
0