მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სახიფათოა ნებისმიერისთვის: დასახელდა პოპულარული კერძი, რომელიც საქართველოშიც უყვართ

CC BY 2.0 / Wonderlane / The cook's smileკერძის მომზადება
კერძის მომზადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი, ვინც გამუდმებით იკვებებიან გადამუშავებული ხორცითა და კარტოფილით, უფრო ხშირად ავადდებიან ჭკუასუსტობით.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ორგანიზმისთვის ყველაზე სახიფათო კერძი — „სალიანკაა“, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ვნებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები და ასევე ჭარბცხიმიანობა აწუხებს, აცხადებს ექიმი–დიეტოლოგი ირინა ტოროპიგინა. 

ნიახური - Sputnik საქართველო
ნიახურის სუპი – ჯადოსნური დიეტა წონის დასაკლებად

ექიმის თქმით, კერძი, რომელიც დიდი რაოდენობით გადამუშავებული ხორცისგან მზადდება, დიდი რაოდენობით გაჯერებულ ცხიმებს შეიცავს, რამაც შეიძლება გართულებები გამოიწვიოს.

„დიდი რაოდენობით გაჯერებული ცხიმების გამო „სალიანკა“ მავნებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისა და ქოლესტერინის მიმოცვლის დარღვევების მქონეთათვის. არსებობს ათეროსკლეროზით დაავადების რისკი. ამასთან, კერძს შეუძლია გააღიზიანოს კუჭი“, — განმარტავს სპეციალისტი.

მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომელთა რაციონიც ძირითადად გადამუშავებული ხორცის, კარტოფილის, ორცხობილებისა და ნამცხვრებისგან შედგება, იმაზე ხშირად ავადდებიან დემენციით (ჭკუასუსტობა), ვიდრე ისინი, ვინც მრავალფეროვანი კერძებით იკვებება.

 

ყველა ახალი ამბავი
0