ძალიან სახიფათო მეზობელი: გადააქვს თუ არა ოთახის ბუზს კორონავირუსი

CC0 / Pixabay / ბუზი
ბუზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთახის ბუზი ადამიანისთვის ნამდვილად არ არის უწყინარი მეზობელი, ვინაიდან ამ მწერების ფეხებზე, სხეულის საფარველზე, ხორთუმზე, ნერწყვსა და ნაწლავებში ყველაზე საშიში დაავადებების გამომწვევები ხანგრძლივად შეიძლება შენარჩუნდეს.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ბუზების დაახლოებით 5 ათასამდე სახეობიდან ერთ-ერთი ყველაზე საშიშია ოთახის ბუზი, რადგან ის ხშირ და ახლო კონტაქტშია ადამიანთან, აცხადებს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სვეტლანა როსლავცევა. 

მალარიის კოღო - Sputnik საქართველო
დასახელდა ყველაზე საშიში მწერები საქართველოში

მისი თქმით, ოთახის ბუზი ადამიანისთვის ნამდვილად არ არის უწყინარი მეზობელი, ვინაიდან ამ მწერების ფეხებზე, სხეულის საფარველზე, ხორთუმზე, ნერწყვსა და ნაწლავებში ყველაზე საშიში დაავადებების გამომწვევები ხანგრძლივად შეიძლება შენარჩუნდეს.

„ჯერ ერთი, ბუზებს გადააქვთ ყველა ნაწლავური ინფექცია, პირველ რიგში, ქოლერა... მათ გადააქვთ სალმონელოზი და სხვადასხვა ვირუსი, მაგრამ არ მონაწილეობენ კორონავირუსის გადატანაში. ოთახის ბუზებს შეუძლიათ ადენოვირუსის, ასევე თვალის სხვადასხვა ვირუსული დაავადებისა და ჰელმინთების ლარვების გადატანა“, — განმარტა პროფესორმა.

სვეტლანა როსლავცევა ასახელებს ოთახის ბუზებისგან დაცვის მეთოდებს, რომელთაგან უპირველესად ნაგვის ურნებზე ამახვილებს ყურადღებას. 

„პირველი, რაც ჩანიშნულია ბუზების წინააღმდეგ ბრძოლის ზომებში, არის ჰიგიენა და სანიტარია. გირჩევთ, რომ პირველ რიგში დამუშავდეს ნაგვის ურნები, რადგან ბუზები ლპობად ნარჩენებში მრავლდებიან; ასევე სველი წერტილების ზედაპირები, სადაც შეიძლება იყოს მწერის ლარვები. ამისათვის არსებობს იაფი და ეფექტური საშუალებები. მაგალითად, ინსექტიციდებიდან ჩვენ გირჩევთ ქლოროფოსს. ის ადვილად იხსნება წყალში და მისით შეიძლება ზედაპირების დამუშავება“, — განმარტა ექსპერტმა. 

როსლავცევას თქმით, ზრდასრულ ბუზებთან ბრძოლა უფრო რთულია, რადგან მათ მთელი რიგი ინსექტიციდების მიმართ გამოიმუშავეს მდგრადობა.

  • „ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ არა გასხურების მეთოდს, არამედ სატყუარას გამოყენებას. პირველ ადგილს იკავებს ქლოროფოსიანი წყლის საცდუნებლები. ეს საშუალება დიდი ხნის წინ არსებობდა, თუმცა ის ახლაც ამართლებს, კარგად მუშაობს“, — ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, ბუზებთან ბრძოლისთვის ასევე ძალიან ეფექტურია პრეპარატი „აგიტა“, „მუსკაჩიდი“, „ფლაი-ბაიტი“ და ასევე სხვა აეროზოლები, რომლებიც ბუზების განადგურებაში დაგეხმარებათ, რაც აუცილებელია არაერთი საშიში დაავადების თავიდან ასაცილებლად. 

ყველა ახალი ამბავი
0