Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კარანტინი და პროვოკატორი პროდუქტები: სახელდება წონის მატებაში „ბრალდებული“ საკვები

© photo: Pixabay / 27707მაცივარი სუპერმარკეტში
მაცივარი სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიკოსების თქმით, ადამიანები, რომლებიც შინ „პროვოკატორ“ პროდუქტებს ინახავენ, საშუალოდ ცხრა კილოგრამით მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც ასე არ იქცევა

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ახლა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციის, კარანტინისა და დისტანციურად მუშაობის რეჟიმები მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს შეეხო, იზრდება რისკი იმისა, რომ ადამიანებმა წონაში ზედმეტად მოიმატონ, აცხადებენ ექიმ–დიეტოლოგები. 

რიგები სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
COVID 19: ქვეყნდება აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი

მათი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდვების გამო სახლებში გამოკეტილ ადამიანებს გამუდმებული წვდომა აქვთ მაცივრებთან, საჭიროა გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება, რათა ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენონ.

ასე მაგალითად, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი–დიეტოლოგი ივან ალიმენკო უპირველესად გირჩევთ, არ მოიმარაგოთ „პროვოკატორი“ პროდუქტები. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს ცდუნებას, მთელი დღე ისუსნავოთ.

„თუ კარანტინში არ ხართ და უბრალოდ დისტანციურად მუშაობთ, სჯობს მაღაზიაში ხშირად იაროთ და პროდუქტების შეზღუდული ულუფები შეიძინოთ. არ იყიდოთ ზედმეტი, მით უმეტეს, ის, რაც ყველაზე ძალიან გიყვართ. ადამიანები, რომლებიც შინ „პროვოკატორ“ პროდუქტებს ინახავენ, საშუალოდ ცხრა კილოგრამით მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც ასე არ იქცევა“, — ამბობს ექიმი.

მისი თქმით, საყვარელი პროდუქტები სჯობს იმდენად ცოტა გქონდეთ, რომ მისი ერთ ჯერზე შეჭმა იყოს შესაძლებელი.  

ამასთან ალიმენკო განმარტავს, რომ დღეში საშუალოდ 2 ათას კალორიაში უნდა „ჩავეტიოთ“. 

სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო
საუკეთესო COVID-19-სგან თავდასაცავად: ექიმებმა ხელმისაწვდომი პროდუქტი დაასახელეს

დიეტოლოგის თქმით, კაკალი, თხილი, ვაშლი და სხვა სახის ხილი — ეს წონის მატების მიზეზია, ვინაიდან კალორიულია და თანაც არ აკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას. ამიტომ ასეთი „კონტრაბანდა“ უნდა შეიზღუდოს. 

ექიმის შემდეგი რჩევაა, მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე, ხოლო კვებასა და კვებას შორის, სასუსნავის მაგივრად დალიოთ ყავა უცხიმო რძით.

„ასეთი სასმელი შეგივსებთ სითხის მარაგს და არ მოგიმატებთ კალორიებს“, — ამბობს დიეტოლოგი.

რაც შეეხება შინ ჯდომის სხვა უკუეფექტს, უგუნებობას, ალიმენკო გირჩევთ, ებრძოლოთ მას ტელევიზორის წინ ცეკვით.

კიდევ ერთი ექიმი-დიეტოლოგი ნატალია პუგაჩოვა ამბობს, რომ წონაში მატების თავიდან აცილების პირველი და მნიშვნელოვანი პირობა - ეს დღის დაგეგმვაა. ამისათვის, ექსპერტის აზრით, საჭიროა ადგომის, კვების, ვარჯიშის, დისტანციური მუშაობის, სახლის საქმეების, ჰობის, სერიალებისა და კითხვისთვის დროის განაწილება.

ამასთან, დიეტოლოგი გვირჩევს, არ მივეძალოთ ტკბილეულსა და ალკოჰოლს, ვინაიდან „მათი ანტიდეპრესანტული ეფექტი გაზვიადებულია, კალორიულობა კი მაღალი“.

გარდა ამისა, ექიმის თქმით, სჯობს ყოველ 2-3 საათში ერთხელ იკვებოთ მცირე ულუფებით და უარი თქვით ძალიან ცხარე და ცხიმიან საკვებზე. 

ყველა ახალი ამბავი
0