განსაზღვრეთ ენერგიის ტიპი და შეიტყვეთ მეტი საკუთარ თავზე: ექიმის რჩევები

© Pixabay / geraltადამიანის ანატომია
ადამიანის ანატომია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანის სხეულში სამი ენერგია არსებობს, რომელთაგან ერთი ყოველთვის უფრო დიდ ადგილს იკავებს და განსაზღვრავს კიდეც ჩვენს კონსტიტუციას, გემოვნებით ჩვევებსა და გარკვეული დაავადებებისადმი მიდრეკილებას.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. აიურვედას ფილოსოფიის თანახმად, რომელიც ფოკუსირებულია ფიზიკური და ემოციური ბალანსის შენარჩუნებაზე, არსებობს სხეულის ენერგიის სამი ტიპი, წერს ჯო ფორმოზა, აიურვედას ექიმი და ბრისბენეში კლინიკა Back2Health-ის დამფუძნებელი.

მისი თქმით, ეს ტიპებია: ვატა, პიტა და კაფჰა.

ფორმოზას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სხეულში სამივე ენერგია არსებობს, ერთ-ერთი მათგანი ყოველთვის უფრო დიდ ადგილს იკავებს და განსაზღვრავს კიდეც ჩვენს კონსტიტუციას, გემოვნებით ჩვევებსა და გარკვეული დაავადებებისადმი მიდრეკილებას. 

ხელების ფორმის წყარო - Sputnik საქართველო
წყლის სმის ხელოვნება აიურვედას მიხედვით: რეკომენდაციები მოკლედ და გასაგებად

ენერგია ვატა — ჩვეულებრივ, ვატას ენერგიის მატარებელ ადამიანებს აქვთ ფაქიზი აღნაგობა, მშრალი კანი, მოულოდნელად უჩნდებათ შიმშილის შეგრძნება, ხშირად უჩნდებათ ძილის პრობლემები, არ ეშინიათ ცვლილებებისა და რეგულარულად განიცდიან ენით აღუწერელ აღფრთოვანებას.

გარდა ამისა, სჩვევიათ სწრაფად მეტყველება, ხოლო მათი უსაზღვრო ენერგია შორ მანძილზეც იგრძნობა. ასეთ ადამიანებს ყველაზე მეტად შეეფერებათ ფეხით სეირნობა, ველოსიპედით სიარული, იოგა და ცეკვა.

ფსიქოლოგიური ტესტი: რაზე მეტყველებს თქვენი ენერგია

ვატას დოშის (ენერგიის) ადამიანებისთვის საუკეთესო საკვებია: ავოკადო, საღი რძე, ძირხვენა ბოსტნეული და გადახარშული ფაფები. ისინი უნდა მოერიდონ მშრალ საკვებს (მაგალითად, კრეკერებს), ყავას, ნიკოტინს და დიდი რაოდენობით უმ პროდუქტებს.

ასეთი კონსტიტუციის მქონეებისთვის დისბალანსის ნიშნებია: სისუსტე, ართრიტი და მუცლის შებერილობა.

ენერგია პიტა — ამ ენერგიის მატარებელ ადამიანებს ძალის ამოწურვამდე, არაქათის გამოცლამდე შეუძლიათ მუშაობა. აქვთ ძლიერი და ფეთქებადი ხასიათი. მათ შორის ხშირად გვხვდებიან წითურთმიანები და არაჯანსაღად აწითლებულები.

ისინი საკუთარ თავს ამბიციურ, მგზნებარე და ჭკვიან პიროვნებად წარმოაჩენენ. დისბალანსის შემთხვევაში ხდებიან შურიანები, კონფლიქტურები, მსუნაგობისკენ მიდრეკილები, იტანჯებიან გაციებით, გამონაყარითა და წყლულებით. 

ხელები - Sputnik საქართველო
ხელის თითების სიგრძე და პიროვნული მახასიათებლები: მეცნიერთა დასკვნა-ვარაუდები

ბალანსის შემთხვევაში პიტას დოშის ადამიანები ბრწყინავენ ჯანმრთელობითა და ბედნიერებით, არიან გულითადები და კეთილგანწყობილები.

ასეთი ადამიანები ძირითადად საშუალო სიმაღლისა და წონისა არიან, ახასიათებთ სულიერი სიძლიერე. მათ შეეფერებათ სპორტის ისეთი სახეობები, როგორებიცაა, მაგალითად, თხილამურებით სრიალი, სპორტული სიარული, ჩოგბურთი და კლდეზე ცოცვა.

საუკეთესო საკვებია: ყურძენი, ნესვი, კვერცხი, ბრინჯი, ყაბაყი, კიტრი და ბროკოლი.

სახიფათო ნივთები: რა გვწოვს სასიცოცხლო ენერგიას, ანუ რა უნდა მოვიშოროთ

ენერგია კაფჰა — ეს მკვრივი აღნაგობის ხალხია. ნელა იღვიძებენ, უყვართ საწოლში ნებივრობა და საჭიროებენ დილის ყავის კარგ დოზას.

სრული ბალანსისას ისინი არიან მშვიდები და ხალისიანები, ხოლო დისბალანსის შემთხვევაში ახასიათებთ: წონაში მატება, სითხის შეკავება და გადაღლილობა.

კაფჰას მატარებლებს უხდებათ გრძელ დისტანციაზე სირბილი, აერობიკა, ფეხბურთი ან ნიჩბოსნობა, ანუ ყველაფერი, რაც მათ აქტიურ მოძრაობას აიძულებს.

სასურველია, ამ დოშის ადამიანებმა აქცენტი ხილსა და ბოსტნეულზე გააკეთონ. ისინი უნდა მოერიდონ ისეთ მძიმე საკვებს, როგორიცაა ყველი, ძროხის რძე და წითელი ხორცი.

ჯო ფორმოზას თქმით, ცხოვრების სტილის, გარემოსა და წლის სეზონების ცვლილებების კვალდაკვალ ნებისმიერი ადამიანის შიგნით არსებული სამი ენერგია გამუდმებით იცვლება.

ყველა ახალი ამბავი
0