დასახელდა პროდუქტები, რომელთა მიღებაც 30 წლის შემდეგ არ შეიძლება

CC0 / Pixabay / მამაკაცი ჭამის პროცესში
მამაკაცი ჭამის პროცესში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები წერენ, რომ 30 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა უარი უნდა თქვან საწრუპის ხშირ გამოყენებაზეც, ვინაიდან ეს ტუჩების ირგვლივ ნაოჭების გაჩენას იწვევს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. არსებობს პროდუქტები, რომელთა ჭამაც, სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკის გამო, 30 წლის ასაკის შემდეგ არ არის

ჯანსაღი კვება - Sputnik საქართველო
ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა ბუნებრივი გზით: სპეციალისტები ოთხ პროდუქტს ასახელებენ
რეკომენდებული, წერს პორტალი Foodeatsafe.  

ექიმების თქმით, მსგავს საკვებზე უარის თქმა ხანგრძლივად შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას.

აკრძალულ საკვებთა ჩამონათვალში შედის: სოიო, შეფუთული წვენები, თეთრი პური, ორცხობილები, პოპკორნი, იოგურტები არომატიზატორებით, თევზი და ასევე საწრუპი სასმელებისთვის.

  • სოიო — მისი საშიშროება ის არის, რომ ეს პროდუქტი გენმოდიფიცირებულია. ორგანიზმზე მისი გრძელვადიანი მოქმედების შედეგები უცნობია. მოკლევადიან პერიოდში კი, მედიკოსების თქმით, სოიოს შეუძლია გამოიწვიოს ანთება და ამასთანავე მოახდინოს ზემოქმედება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებზე. სოიო შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც ორგანიზმში ესტროგენების იმიტირებას ახდენს. 

უჯრედების „წებო“ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად: დაასახელეს კოლაგენით მდიდარი პროდუქტები

  • არომატიზებული იოგურტი — ეს პროდუქტი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს — ერთი ულუფა=47 გრამს. ამასთან, იოგურტი სუფთა სახით (ანუ არომატიზაციის გარეშე) საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით კი 30 წლის ასაკის შემდეგ. 
  • თეთრი პური — ეს პროდუქტი სისხლში შაქრის შემცველობას ზრდის, პრაქტიკულად არ შეიცავს ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს. ეს ყველაფერი მხოლოდ ხორბლის მარცვალშია.
  • ხილის შეფუთული წვენები — წვენის გამოწურვის დროს სასარგებლო უჯრედისი იკარგება. უჯრედისი კი აფერხებს  სისხლში შაქრისა და ფრუქტოზის შეწოვის პროცესს. წვენი, განსაკუთრებით ქარხნული, არ ცვლის ხილს, რომელსაც უნდა მიენიჭოს კიდეც უპირატესობა 30 წლის შემდეგ. 
  • „მაღაზიის ნამცხვრები“ — საწარმოებში მასობრივად მომზადებულ ნამცხვრებსა და ორცხობილებში ჰიდროგენიზირებულ ზეთებს იყენებენ, რის გამოც უკვე დაძველებული პროდუქტი რამდენიმე კვირის განმავლობაში საღ იერს ინარჩუნებს; ანუ შესახედად ახალს ჰგავს. 

პროდუქტები, რომლებიც მამაკაცის სისხლში ქალური ჰორმონების დონეს ზრდის: კვლევის შედეგები

  • სათევზე მეურნეობაში გაზრდილი თევზი — ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი თევზების 70% ხელოვნურ წყალსატევებშია გაზრდილი. გამომდინარე იქ შექმნილი პირობებიდან, თევზები ერთმანეთის ფეკალიებსაც ჭამენ. გარდა ამისა, მათ საკვებ რაციონში შედის დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკები და ასევე სპეციალური საკვები, რაც თევზის ხორცს მასასა და ფერს სძენს. 
  • პოპკორნი — ტვინისთვის განსაკუთრებით მავნეა მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული ბატიბუტი. ნივთიერება, რომელიც წვის პროცესში მარცვლის ზედაპირზე გამოიყოფა, სავსეა ტრანსცხიმებით, რაც უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებაზე — ანადგურებს უჯრედებს და აძლიერებენ ანთებას თავის ტვინში. ასე მომზადებული პოპკორნი სავსეა კანცეროგენებით.

გარდა ამისა, სპეციალისტები წერენ, რომ 30 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა უარი უნდა თქვან საწრუპის ხშირ გამოყენებაზეც, ვინაიდან ეს ტუჩების ირგვლივ ნაოჭების გაჩენას იწვევს – „ამომწოვი“ მოძრაობების გამო. 

ყველა ახალი ამბავი
0