„ტემპერატურის დროს ცივი წყლით დაზელვა არ შეიძლება“ – როგორ მოვუაროთ ბავშვს ავადმყოფობისას

© Pixabay / 4330009გაციება
გაციება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვირუსების სეზონი მოახლოვდა. ბავშვების სეზონური დაავადებები კი ხშირად ოჯახში ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. ყველა მშობელი ცდილობს დაიცვას ბავშვი გავრცელებული ვირუსებისგან, თუმცა ეს არც ისე მარტივია.

მშობლებმა ზოგჯერ არ იციან სად უშვებენ შეცდომებს და რას აკეთებენ სწორად. შევეცდებით გავარკვიოთ, ის, რასაც ვაკეთებთ სახლის პირობებში შვილების ჯანმრთელობისათვის, არის თუ არა უსაფრთხო. პედიატრი, თსსუ პროფესორი მაია ხერხეულიძე გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ საუბრობს, როგორ დავიცვათ ბავშვი ვირუსებისგან, ასევე როგორ მოვუაროთ ბავშვებს და როგორ ვკვებოთ ისინი ავადმყოფობის დროს.

© FB / EuroPharma Georgiaმაია ხერხეულიძე
„ტემპერატურის დროს ცივი წყლით დაზელვა არ შეიძლება“ – როგორ მოვუაროთ ბავშვს ავადმყოფობისას - Sputnik საქართველო
მაია ხერხეულიძე

- პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი პრევენციას, რომ საერთოდ არ განვითარდეს ინფექციები. მოგეხსენებათ, გვიანი შემოდგომა და ზამთარი არის ძირითადად სასუნთქი სისტემის ინფექციების პერიოდი. ამ თვალსაზრისით გრიპი ერთ-ერთი მძიმედ მიმდინარე ვირუსია ვირუსულ ინფექციებს შორის. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ დაცვაზე. რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი, ინფექციების სიხშირე მით უფრო მეტია.

- როგორ უნდა მოხდეს ბავშვების ვირუსული ინფექციებისგან დაცვა?

- ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა. როდესაც ბავშვი ან მოზრდილი ადამიანი არის ავად, ის უნდა დარჩეს სახლში, რადგან ავადმყოფობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დასვენება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძილს.

როცა ჰიგიენაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ხელების დაბანა. ვირუსული ინფექციები ვრცელდება, მაგალითად, როდესაც ხველის და ცემინების დროს ხელს პირზე ვიფარებთ და შემდეგ ამ ხელს ვართმევთ სხვა ადამიანს, ჩვენ მას პრაქტიკულად გადავცემთ ინფექციებს. ამიტომ ვრცელდება ინფექცია ძალიან სწრაფად. ვირუსების თავიდან ასაცილებლად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ვაქცინაცია ეს არის კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი, რომელმაც საშუალება მოგვცა, ის დაავადებები, რომლებიც შიშის ზარს სცემდა წინა საუკუნეებში კაცობრიობას, საერთოდ აღმოფხვრილიყო. დაავადებები, რომელიც ძალიან რთულად მიმდინარეობდა, მაგალითად, დიფტერია, პოლიომიელიტი, ყივანახველა და ა.შ., პრაქტიკულად აღარ გვხვდება.

გრიპის ეპიდემია ქალაქში - Sputnik საქართველო
პაატა იმნაძე: რომელი ვირუსებია გავრცელებული საქართველოში

როცა ვირუსული ინფექციებისგან დაცვაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კვების ნაწილს. მნიშვნელოვანია ძუძუთი კვების ხელშეწყობა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წელს ჩატარდა კვლევა, რომელიც სხვა ბევრ პარამეტრთან ერთად მოიცავდა ძუძუთი კვების მაჩვენებელს საქართველოში. სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი მკვეთრად ქვეითდება, რაც ნამდვილად საგანგაშოა. ძუძუთი კვების მაჩვენებლის ქვემოთ დაწევა ნიშნავს ავადობის და, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის სიხშირის ზრდას. ძუძუთი კვება არ არის მხოლოდ საკვები. ამიტომ ჩვენ ამას განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. იმდენად ბევრია მასში ნებისმიერი ტიპის დამცველობითი ნივთიერება, ანტისხეულები, ლიზოცინი, ლაქტოფერინი თუ სხვა, ეს არის პრაქტიკულად პირველი აცრა, რაც შეიძლება ჩვენ შვილებს მივაწოდოთ.

- არაერთი ძველი მეთოდია, რომელსაც მშობლები, ბებიები, ბავშვის გაციების დროს მიმართავდნენ, მაგალითად, არყით დაზელა, კომბოსტოს საფენი, სველი ტილოების დაფენა სხეულის, განსაკუთრებით, თავის არეში და ა.შ. იქნებ ეს ღონისძიებები შეაფასოთ, რეალურად როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვს ავადმყოფობის დროს?

- ცივი წყლით დაზელა, ან ცივი ტილოების სხეულზე მოთავსება მაღალი ტემპერატურის დროს არ არის მიზანშეწონილი. ცივი წყლის მოხვედრაზე ხდება სისხლძარღვების შევიწროება და ამან შესაძლოა კიდევ უფრო დიდი გადახურება მოგვცეს. შესაძლოა ტემპერატურა გაზარდოს, ან ბავშვს დააწყებინოს კანკალი და კიდევ უფრო მეტი სითბო წარმოიქმნას. დაზელვას აქვს თავისი მნიშვნელობა, მაგრამ ამისთვის გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ თბილი წყალი. სხვა არანაირი მინარევების გამოყენება არ არის საჭირო. მცირე ასაკის ბავშვებში განსაკუთრებით არ შეიძლება სპირტის და სხვა სახის ალკოჰოლის გამოყენება. ერთის მხრივ მან შესაძლოა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ასევე, ბავშვებში ძალიან კარგად არის განვითარებული სისხლძარღვოვანი ქსელი, ამიტომ კანიდან ძალიან ადვილად ხდება კანზე მოხვედრილი ნივთიერებების შეწოვა. შესაბამისად, სპირტიანმა საფენებმა შესაძლოა გაგვიუარესოს ზოგადი მდგომარეობა. თუ მაღალი ტემპერატურაა და დედა ხედავს, რომ ამ დროს ბავშვს გაყინული აქვს კიდურები, შეიძლება თბილ წყალში ჩავაყოფინოთ ხელი და ფეხი, დავზილოთ თბილი წყლით, რადგან სისხლძარღვები ოდნავ მაინც გავაფართოვოთ და სითბოს გაცემა გავაძლიეროთ. არ შეიძლება მაღალი ტემპერატურის დროს ზედმეტი ჩაფუთვნა. პირიქით, ტანსაცმელი უნდა იყოს ძალიან თხელი, რათა ბავშვმა ადვილად გასცეს სითბო.

პატარა ბავშვის კვების პროცესი - Sputnik საქართველო
როგორ უნდა გამოვკვებოთ ბავშვი, რომ სეზონური დაავადებები თავიდან ავიცილოთ

ავადობის დროს უნდა გავზარდოთ სითხის რაოდენობა. შესაძლოა საკვებს იმდენად არ იღებდეს, მაგრამ სითხის მიღება აუცილებელია, რადგან ავადობის დროს ბევრი სითხე იკარგება და არ უნდა განვითარდეს გაუწყლოება. დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიოლოგიური წყლით სასუნთქი გზების გამორეცხვას.

ხველაზე ძალიან კარგად მოქმედებს ოთახის დატენიანება. ხშირ შემთხვევაში ინფექციის და ანთების დროს ვითარდება შიდა სასუნთქი გზების სიმშრალე. ამიტომ თუ ამ დროს ბავშვის ოთახში დამატენიანებელს დავდგამთ, რომელიც უბრალო ჰაერს დაატენიანებს, შესაძლოა მანაც ძალიან შეგვიმსუბუქოს ხველა და სხვა სიმპტომები. ანუ, ძალიან მარტივად, წყლიანი ჯამი შესაძლოა გახდეს ძალიან კარგი საშუალება.

ახსენეთ კომბოსტოს საფენები. მაინცდამაინც ტემპერატურის დროს ჩვენ მას არ ვიყენებთ. თუმცა არის გარკვეული კვლევები, რომელიც ძირითადად მიმართულია ქალებზე. კომბოსტოს საფენებს ხმარობენ, როდესაც არის სარძევე ჯირკვლის გამკვრივება. ასევე მისი გამოყენება ხდება სახსრების პრობლემების დროს. აქვე მინდა ვთქვა, რომ კომბოსტოს გამოყენება ზიანს არ მოგვიტანს, თუმცა მაინცდამაინც არც სარგებელი ეფექტი აქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0