შვებულება თბილისში, ანუ რჩევები მათ, ვინც აგვისტოში ქალაქიდან ვერ გადის

© photo: courtesy of Mtatsminda Parkმთაწმინდის პარკი
მთაწმინდის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ აგვისტოში თბილისიდან გასვლას ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ახერხებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხელმა ზაფხულმა უკვალოდ ჩაიარა. ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ ისიამოვნოთ ზაფხულის დარჩენილი დღეებით დედაქალაქში

მთელი წელი სულმოუთმენლად ელოდებოდით ზაფხულს, რომ დაგესვენათ და ენერგიები შეგევსოთ, მაგრამ თბილისიდან ვერ გადიხართ. რატომ ასოცირდება თქვენთვის დასვენება ქალაქგარეთ გასვლასთან? გართობა და დასვენება დედაქალაქშიც შესაძლებელია.

იახტით გასეირნება

თუ თბილისში იდეალურ ზაფხულზე ოცნებობთ, იახტით გასეირნება ფანტასტიკის სფეროს ნაწილად არ უნდა ჩათვალოთ. ამ სიამოვნებაზე ქალაქში „გამოკეტილ“ საკუთარ თავს უარი არ უნდა უთხრათ და თბილისის ზღვაზე ახვიდეთ. გასეირნება 1 პერსონასთვის 60 ლარი ღირს, 2 პერსონასთვის 120, ოთხისთვის კი 240 ლარი, თუმცა ფასდაკლების საიტებზე ნახევარ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენი „სიამოვნების ბილეთი“ + საჩუქრად გამაგრილებელი სასმელი.

პარაპლანი

თუ გგონიათ, პარაპლანით მხოლოდ ფილმებში დაფრინავენ, ცდებით. თბილისში ადრენალინისა და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს ამ სიამოვნების მიღებაც შეუძლიათ. თბილისის ზღვაზე ფრენის ფასი შეადგენს 60 ლარს ერთ ადამიანზე, ვიდეო გადაღების ჩათვლით, გადაღების გარეშე კი 50 ლარს. ასაკობრივი ან წონითი შეზღუდვა არ არის. ფასდაკლების საიტზე ამ შემოტავაზებასაც იპოვით ნახევარ ფასად. გასათვალისწინებელია ის არასასურველი და მოულოდნელი ფაქტორი, რომ ამინდის შესაძლო უეცარი ცვლილებების გამო, ფრენა შეიძლება გადაიდოს, ასე რომ თუ არ ჩატარდა ფრენა, გირჩევთ რამე სხვა დაგეგმოთ, ანუ იქონიოთ plan B, რომ ტყუილად არ დაგეკარგოთ მთელი დღე.

აუზი

თბილისში დარჩენილთათვის აუზი, იდეალური არჩევანია. აუზების ერთ დღიანი აბონემენტების ღირებულება 20 ლარიდან 40 ლარამდეა. თუმცა თქვენ მის შეძენას 15 ლარად მოახერხებთ ფასდაკლების საიტებზე.

რუჯი

რუჯი ზაფხულის განუყოფელი ატრიბუტია და ვინც ისევ თბილისში ხართ, ზღვაზე წასვლის დანაკლისი რუჯით მაინც აინაზღაურეთ. ამ დროს სოლარიუმში ვიზიტი საუკეთესო გამოსავალია. თბილისურ სალონებში სოლარიუმის მომსახურებით სარგებლობა 45 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე მერყეობს.

ვახშამი

ზაფხულის სიცხეში კვების პროცესიც კი გარკვეულწილად უსიამოვნო ხდება ადამიანისთვის. ამიტომ კარგია თუ შეარჩევთ რესტორანს გრილ ადგილას, სადაც გემრიელი კერძებს შემოგთავაზებენ. მეგობრებთან ერთად გადაღლილობის მოსახსნელად და განსატვირთად თბილისთან ახლოს მცხეთაში მრავალი საინტერესო რესტორანია საიდანაც სასიამოვნო ხედი იშლება მტკვარზე.

Euro Park

ევრო პარკი ზაფხულში ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი ადგილია მთელი ოჯახისთვის. იქ დაგხვდებათ ატრაქციონები წყალზე, აუზი, ბარი და ბევრი გართობა. აუზში წყალი იფილტრება 24 საათის განმავლობაში.

7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შესვლა უფასოა, ხოლო 7 წლიდან შესვლის ღირებულება 30 ლარია.

სამუშაო საათები 10:00 - 18:00 საათამდე. აქაც შეგიძლიათ მიმართოთ ფასდაკლების საიტებს.

© Sputnik / Alex Shlamovატრაქციონები მთაწმინდის პარკში
შვებულება თბილისში, ანუ რჩევები მათ, ვინც აგვისტოში ქალაქიდან ვერ გადის - Sputnik საქართველო
ატრაქციონები მთაწმინდის პარკში

ატრაქციონები მთაწმინდის პარკში

მთაწმინდის პარკში სულ სამი ზონაა: საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალური. თითოეულ ზონაში ატრაქციონები ასაკისა და ხასიათის შესაბამისადაა განაწილებული. პარკის ექსტრემალური ზონა ყველასთვის საყვარელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მასში შედის სამი გიგანტური ატრაქციონი.

ამერიკული მთები 

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ატრაქციონ ამერიკულ მთებზე, რომლის სიმაღლე 25მ-ია, შეგიძლიათ იგრძნოთ მოჭარბებული  ადრენალინი და რაც მთავარია მიიღოთ უდიდესი სიამოვნება. მასზე დასხდომა ერთდროულად შეუძლია 24 ადამიანს და ერთ ბრუნს იგი 1.30წმ-ს ანდომებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ექსტრემალური ატრაქციონი უზარმაზარი სისწრაფით 25 მეტრიანი სიმაღლიდან ეშვება და თქვენ უფსკრულში ჩავარდნის განცდა გეუფლებათ.

© FB / IRF Euro Rafting Championships რაფტინგი
შვებულება თბილისში, ანუ რჩევები მათ, ვინც აგვისტოში ქალაქიდან ვერ გადის - Sputnik საქართველო
რაფტინგი

რაფტინგი

რაფტინგი პარკში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარი ატრაქციონია. თუ მძაფრი შეგრძნებები გიყვართ და თან თბილისის ცხელ ზაფხულში გაგრილება გსურთ, ამ ატრაქციონს უნდა მიმართოთ, ის ხომ   წყალთან და გაგრილებასათან არის დაკავშირებული.  ატრაქციონს  დაშვების ორი სიმაღლე აქვს, ერთი 6 მეტრიდან, მეორე კი 12.

© Sputnik / Alex Shlamovმთაწმინდის პარკი
შვებულება თბილისში, ანუ რჩევები მათ, ვინც აგვისტოში ქალაქიდან ვერ გადის - Sputnik საქართველო
მთაწმინდის პარკი

რვაფეხა 

ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონია მთაწმინდის პარკში. ის 1 წუთში მთავარი ღერძის გარშემო 8 ბრუნს აკეთებს. იგი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით და პირიქით, აგრეთვე ვერტიკალურად.  მოჭარბებული ადრენალინი რეალობიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში მოგწყვეტთ.

აღნიშნულ ატრაქციონებზე არ დაიშვებიან მოზარდები 12 წლამდე.

ქალაქგარეთ

თუ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გასვლას გადაწყვეტთ თბილისიდან დუშეთისკენ 1 საათში შეგხვდებათ X-პარკი, იგივე სათვაგადასავლო პარკი. ესაა 7 ათას კვ მეტრზე, ხეებზე გადაჭიმული თანამედროვე სპორტულ-გასართობი ქალაქი, რომელიც მდებარეობს დუშეთის რაიონის სოფელ თვალივში თბილისიდან 70 კილომეტრში. ბაზა აქტიური დასვენების მოყვარულებს ბევრ საინტერესო გასართობს ჰპირდება. ეს ადგილი გათვლილია ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, სკოლებისთვის დროის გასატარებლად. აქვე ფუნქციონირებს რესტორანი ქართული და ევროპული კერძებით.

X-პარკის მარტივი ტრასების ბილეთი 20 ლარი ღირს. ტრასები შედგება 8-8 დაბრკოლებისგან (საერთო ჯამში 16 დაბრკოლება და 2 ტრასა) მარტივ ტრასებზე ბავშვები 6 წლიდან დაიშვებიან.

რთული ტრასების ბილეთის შეძენა 30 ლარად შეგიძლიათ. ტრასები შედგება 14-14 დაბრკოლებისგან (საერთო ჯამში 28 დაბრკოლება და 2 ტრასა). რთულ ტრასებზე დაიშვებიან მხოლოდ ზრდასრულები.

 

ყველა ახალი ამბავი
0